Tag Archives: #ენერგოსექტორი

კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგებას უახლოეს საათებში აღუდგენენ

კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგებას უახლოეს საათებში აღუდგენენ. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულებამ განაცხადა. მისი თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგიის აღდგენის შემდეგ, დენი ეტაპობრივად უკვე მოსახლეობასაც აღუდგება. დედაქალაქის მასშტაბით, მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მოსახლეობას შეუძლია გასათბობად, საკვებად და ტელეფონების დასამუხტად მივიდნენ. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, ელექტროენერგია აღარ მიეწოდება ქვეყნის არც ...

Read More »

ევროპის უდიდესი ქალაქები უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორებს და ტრანსფორმატორებს გადასცემენ

ერთობლივი კამპანიის ფარგლებში ევროპის უდიდესი ქალაქები აპირებენ, რომ უკრაინას ელექტროენერგიის გენერატორები და ტრანსფორმატორები გადასცენ. “იმედის გენერატორების” ინიციატივა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დარიო Eurocities-ის პრეზიდენტმა დარიო ნარდელამ წამოაყენეს. ის მიზნად ისახავს ენერგიით უზრუნველყოს უკრაინაში არსებული ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყალმომარაგების სადგურები, დახმარების ცენტრები, თავშესაფრები და სატელეფონო ანძები. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ინიციატორებს მადლობა გადაუხადა და თქვა, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – ​AGRI-ის პროექტმა, რომელიც გულისხმობდა ევროპისთვის საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას, წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა

პროექტმა AGRI-მ, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს ჯერ კიდევ 2015 წელს ჰქონდათ დაწყებული და გულისხმობდა საქართველოს გავლით კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც „NLG ტერმინალის“ მშენებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. ლევან დავითაშვილის ...

Read More »

უნგრელი მინისტრი Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმს ესწრება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოჭში ჩაფრინდა სახელმწიფო ჰოლდინგ Rosatom-ის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ უნგრელი ოფიციალური პირი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას. „Atomexpo ბირთვული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა. გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ქვეყნისთვის უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის ენერგიის წარმოება. პაკსის ატომური ელექტროსადგური მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 21-22 ნოემბერს ...

Read More »

სიცივე და თოვლი ენერგოკრიზისის ფონზე

რუსეთი აგრძელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. ამ დროს კიევში პირველი თოვლი მოვიდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ხალხის ტანჯვას, რომელიც საკვების, წყლისა და ელექტროენერგიის დეფიციტს ებრძვის. კიევი აცხადებს, რომ 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რუსეთის სარაკეტო დარტყმების ბოლო ტალღის შემდეგ. სულ უფრო მეტი მცხოვრები დგება რიგში დახმარების მისაღებად ხერსონში. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების აღსადგენად, ხელისუფლებამ გააფრთხილა ხალხი, რომ ...

Read More »

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამამ გამართა ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული საკოორდინაციო შეხვედრა. შეხვედრამ საშუალება მისცა ბაზრის მონაწილეებს გაცნობოდნენ იმ ორგანიზაციების მზადყოფნას, რომლებიც მართავენ კონკურენტულ და გამჭვირვალე ბაზრებს საქართველოში; ასევე, გაეზიარებინათ აუდიტორიისთვის მათი შეხედულებები და პრობლემები. საკოორდინაციო შეხვედრის მეშვეობით, პროგრამა ხელს უწყობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მარეგულირებელ კომისიასა და ბაზრის ოპერატორებს მოახდინონ ბაზრის-წინარე ამოცანებისა და ფუნქციების იდენტიფიცირება და აღმოიფხვრან ბაზრის გახსნის ...

Read More »

IAEA ექსპერტებს გაგზავნის უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო(IAEA) უახლოეს კვირებში ბირთვული უსაფრთხოების მისიას გაგზავნის უკრაინის სამ – იუჟნოუკრაინსკის, ხმელნიცკის და როვნოს მოქმედ ატომურ ელექტროსადგურებზე და ჩერნობილის დახურულ ატომურ სადგურზე. საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ექსპერტების გაგზავნა უკრაინამ ითხოვა. გროსის თანახმად, თავდაპირველად თითოეული მისია დაახლოებით ერთ კვირას გასტანს და საჭიროების შემთხვევაში, გაგრძელდება. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები მუდმივად იმყოფებიან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ...

Read More »

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის სასესხო შეთანხმება განიხილა და მხარი დაუჭირა. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განმარტებით, 2018-2021 წლებში საქართველომ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად დონორებისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი 554 მლნ ევროს ოდენობით სესხი მიიღო. მისივე თქმით, 2021 წელს ორივე პარტნიორმა მხარი დაუჭირა პროგრამის კიდევ 2 წლის ვადით გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს ...

Read More »

ევროკავშირი თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა მსოფლიოში

მიმდინარე წლის იანვრიდან ოქტომბრამდე ევროკავშირის 27-მა სახელმწიფომ სულ 105 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი შეიძინა. ამრიგად, ევროპაში თხევადი გაზის მოხმარების დონე უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ჩინეთში. ეს მონაცემები 10 ნოემბერს, ბიზნესგამოცემა РБК-მ ანალიტიკურ კომპანია Kpler-ის ანგარიშზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. 2021 წლის იმავე ათ თვეში ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობამ შეადგინა 64 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო გასულ წელს ჯამში – 71.8 ...

Read More »

მსოფლიო ევროკავშირი მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად 200 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიამ მოლდოვისთვის ზამთრის ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ახალი დახმარების პაკეტი მოამზადა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან პრესკონფერენციაზე განაცხადა. “მოლდოვა უზარმაზარი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. გარწმუნებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაგეხმაროთ ამ კრიზისის გადალახვაში. ამიტომ, ჩვენ მოვამზადეთ მოლდოვისთვის ენერგეტიკული დახმარების დამატებითი პაკეტი. ჩვენ გამოვყოფთ 200 მილიონ ევროს, რომ მოლდოვამ შეძლოს გაზის საჭირო მოცულობის ხარჯების ...

Read More »