ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები უახლოეს მომავალში სასწრაფო წესით შეიკრიბებიან, რათა ენერგეტიკული სიტუაციის მოსაგვარებლად საგანგებო ზომები განიხილონ. ამასთან, ქვეყნის ვაჭრობის მინისტრმა, იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან. „ჩვენ ენერგეტიკულ ომში ვართ რუსეთთან და ეს აზიანებს მთელ ევროკავშირს“, – ...
Read More »