Tag Archives: #ევროპა

“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

„გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება შეუჩერა, რუსულ კომპანიაში ამ ფაქტს სარემონტო სამუშაოებით ხსნიან

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ით ევროპას გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. „გაზპრომში“ ამბობენ, რომ მილსადენზე შეზღუდვა სარემონტო სამუშაოების გამო დაწესდა. პროფილაქტიკური სამუშაოები სამი დღით უნდა გაგრძელდეს. „ჩრდილოეთის ნაკად 1“-ის მილსადენით გაზის მიწოდება სრულადაა შეწყვეტილი. კომპრესორის ბლოკში გეგმიური სარემონტო სამუშაოები იწყება“, – ნათქვამია „გაზპრომის“ განცხადებაში. შეგახსენებთ, ივნისის თვეში „გაზპრომმა“ მკვეთრად შეამცირა გაზის ნაკადის მიწოდება. რუსულ კომპანიაში ეს იმით ახსნეს, რომ კანადაში გარემონტებული სიმენსის მილსადენის ...

Read More »

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი გაგრძელდება – Shell-ის დირექტორი

ნორვეგიაში გამართულ კონფერენციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიის, Shell-ის გენერალურმა დირექტორმა ბენ ვან ბეურდენმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, ევროპის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ის მოსაზრება, რომ ეს კრიზისი მარტივად ან მალე დასრულება, არარეალისტურია და უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა ვან ბეურდენმა. Shell-ის CEO-ს შეფასებით, ევროპამ კრიზისის მოსაგვარებლად ენერგიის ალტერნატიული წყაროები უნდა ...

Read More »

ჩინეთი ევროპას გაზით ეხმარება – პეკინს LNG-ის ჭარბი რაოდენობა აქვს

ჩინეთი ყიდის ჭარბი თხევადი ბუნებრივი აირის მოუცულობას ევროპაში, რითაც ეხმარება მას გაუმკლავდეს ნედლეულის დეფიციტს მას შემდეგ, რაც რუსული გაზპრომმა შეწყვიტა მიწოდება, წერს Nikkei Asia. ქვეყნის შიგნით გაზზე სუსტი მოთხოვნის გამო, პეკინს აქვს LNG-ის ჭარბი რაოდენობა, რომელსაც ის ახლა ყიდის ევროპის ქვეყნებში. „კარანტინმა ქალაქებში შეამცირა მოთხოვნა სამრეწველო საწვავზე და ქიმიკატებზე, რის შედეგადაც შემცირდა გაზის მოთხოვნა წლის პირველ ნახევარში. და როგორც ჩანს, ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 20%-ით შემცირდა

ენერგეტიკულ ბირჟაზე მაღალი ვოლატილობაა: გასულ 24 საათში ევროპული გაზის ბენჩმარკის – Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათ ენერგიაზე თითქმის 20%-ით 274 ევრომდე შემცირდა. ექსპერტების შეფასებით, ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრი ვარდნა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: მსგავსი მასშტაბის კორექცია მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, ბირჟაზე ტრეიდერებს გაუჩნდათ სურვილი მოგება გაენაღდებინათ, რამაც ფასის დინამიკა მოკლევადიან პერსპექტივაში აღმასვლიდან დაღმასვლისკენ მიმართა. ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებში ელექტროენერგიის ფასმა 700 ევროს გადააჭარბა

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასმა 26 აგვისტოს მიწოდების პირობით 1 მგვტ/სთ-ზე 700 ევროს გადააჭარბა. APA-ს ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპული ელექტრობირჟა Nord Pool ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ავსტრიაში 1 მგვტ/სთ-ზე  ელექტროენერგიის ფასმა 707,23 ევრო შეადგინა,  საფრანგეთში – 706,32 ევრო, ბელგიაში – 700,41 ევრო, ხოლო გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში 690 ევროს გადააჭარბა. წინა დღეს ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის საშუალო ფასი 630 ევროს არ აღემატებოდა. ...

Read More »

ზელენსკი: უკრაინას შეუძლია გახდეს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გახდეს ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. „უკრაინას შეუძლია გახდეს და მჯერა, რომ გახდება ევროპის კონტინენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი. უკრაინასთან ერთად თქვენ [ევროპა] შეძლებთ თავიდან აიცილოთ ფასების კრიზისი“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინას გაზის შენახვის უნიკალური სისტემა აქვს, რომლის სიმძლავრე 30 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია და ევროპელებს შეუძლიათ მათი ...

Read More »

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრი: მომდევნო 5-დან 10-მდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ არაფერი გაკეთდება ბუნებრივი აირის ფასების შესამცირებლად

ბელგიის ენერგეტიკის მინისტრმა, ტინ ვან დერ სტრეტენმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის ფასები სასწრაფოდ უნდა გაიყინოს. „მომდევნო 5-დან 10-მდე ზამთარი საშინელი იქნება, თუ არაფერი გაკეთდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ [ენერგეტიკულ] წყაროსთან დაკავშირებით ევროკავშირის დონეზე და ვიმუშაოთ გაზის ფასების გაყინვაზე. ამან შესაძლოა ენერგიის გადასახადი 770 ევროთი შეამციროს“, – აღნიშნა მინისტრმა. ტინ ვან დერ სტრეტენის თქმით, კავშირი გაზისა და ელექტროენერგიის ფასებს შორის ხელოვნურია და რეფორმას ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომი“ ბუნებრივ აირს რომელსაც სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის წვავს – რა რაოდენობის გაზი იწვება ყოველდღიურად?

“გაზპრომი“ ბუნებრივ აირს, რომელსაც ეკონომიკური სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის, წვავს. მედიის ცნობით, გაზი ლენინგრადის ოლქის სადგურ პორტოვაიაში იწვის. Rystad Energy-ს შეფასებით, ყოველდღიურად 4,34 მლნ კუბური მეტრი იწვება, რომლის ფასიც დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარია. მეცნიერები ამბობენ, რომ გაზის წვა ღია მეთოდით ხდება, მისი ალი კი, მეზობელი ფინეთიდანაც ჩანს. ცნობისთვის, ეს სწორედ ის ბუნებრივი აირია, რომლის ტრანსპორტირებაც ევროპაში “ჩრდილოეთ ნაკადის” მისლადენით ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების განცალკევების ინიციატივით გამოდის

ავსტრიის კანცლერი გაზისა და ელექტროენერგიის ფასების განცალკევების ინიციატივით გამოდის, რათა ენერგორესურსების ღირებულების მატების შეკავება მოხერხდეს. „ელექტროენერგიაზე ფასები უნდა შემცირდეს. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება პუტინს, ყოველდღიურად გადაწყვიტოს, რა უნდა ღირდეს ევროპაში ენერგია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სიგიჟე, რომელიც ბაზრებზე ხდება“, – განაცხადა კარლ ნეჰამერმა. ავსტრიის კანცლერის თქმით, ის ამ ინიციატივას ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების საგანგებო სხდომაზე წარადგენს. მისივე თქმით, მან საკუთარი წინადადება უკვე გააცნო ...

Read More »

Sky News – ევროპაში ენერგოკრიზისი შესაძლოა, „არმაგედონად“ იქცეს

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ელექტროენერგიის ფასების კუთხით, ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი შესაძლოა „არმაგედონად“ იქცეს. ამის შესახებ Sky News წერს. „ეს არის კრიზისი ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენისთვის, რომლებიც ზამთარში „არმაგედონის“ პირისპირ დარჩებიან. მხოლოდ მთავრობას შეუძლია ჩაერიოს და დარწმუნდეს, რომ ეს არ გამოიწვევს კატასტროფას არც ამ ზამთარს და არც მომავალ ზამთარს“, – განაცხადა საქველმოქმედო ორგანიზაცია National Energy Action-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ სკორერმა. ...

Read More »