რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომი“ ბუნებრივ აირს რომელსაც სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის წვავს – რა რაოდენობის გაზი იწვება ყოველდღიურად?

“გაზპრომი“ ბუნებრივ აირს, რომელსაც ეკონომიკური სანქციების გამო ევროპას ვერ აწვდის, წვავს.
მედიის ცნობით, გაზი ლენინგრადის ოლქის სადგურ პორტოვაიაში იწვის. Rystad Energy-ს შეფასებით, ყოველდღიურად 4,34 მლნ კუბური მეტრი იწვება, რომლის ფასიც დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარია.
მეცნიერები ამბობენ, რომ გაზის წვა ღია მეთოდით ხდება, მისი ალი კი, მეზობელი ფინეთიდანაც ჩანს.
ცნობისთვის, ეს სწორედ ის ბუნებრივი აირია, რომლის ტრანსპორტირებაც ევროპაში “ჩრდილოეთ ნაკადის” მისლადენით უნდა განხორციელებულიყო.

Leave a Reply