ევროკავშირის ქვეყნებში ელექტროენერგიის ფასმა 700 ევროს გადააჭარბა

ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასმა 26 აგვისტოს მიწოდების პირობით 1 მგვტ/სთ-ზე 700 ევროს გადააჭარბა.

APA-ს ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპული ელექტრობირჟა Nord Pool ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ავსტრიაში 1 მგვტ/სთ-ზე  ელექტროენერგიის ფასმა 707,23 ევრო შეადგინა,  საფრანგეთში – 706,32 ევრო, ბელგიაში – 700,41 ევრო, ხოლო გერმანიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში 690 ევროს გადააჭარბა.

წინა დღეს ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის საშუალო ფასი 630 ევროს არ აღემატებოდა.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply