Tag Archives: #ევროპა

რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში კრიპტოვალუტის ოპერაციები აეკრძალათ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მერვე პაკეტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის „საფულეების“ გამოყენება აეკრძალათ. აქამდე მათ ამ საფულეებში 10 ათას ევრომდე თანხის დაგროვების უფლება ჰქონდათ. ამის შესახებ cnews.ru იუწყება. „კრიპტოვალუტაზე აკრძალვა შეეხება ყველა ტიპის საფულეს, ელექტრონული ჩანაწერების და კრიპტოვალუტის შენახვის მომსახურებას თანხის რაოდენობის მიუხედავად“, – წერია ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. კრიპტობირჟებზე ყველა ანგარიში, ასევე, სხვა კრიპტოსერვისები მიუწვდომელი იქნება ...

Read More »

„უკრაინა ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას შეძლებს“

ომის შემდეგ უკრაინა ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას შეძლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა იმუშაონ. „უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გაზის, წყალბადის წარმოებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისთვის. ამბიციური „მწვანე მოდელი“ შეიძლება განხორციელდეს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გეგმაში. უკრაინას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში მისი მიწისქვეშა გაზის საწყობების უზრუნველყოფით. ...

Read More »

ევროპის ქვეყნის ლიდერები მოსახლეობას ენერგორესურსების დაზოგვისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის ხელისუფლებისთვის ენერგიის დაზოგვა ახალი გამოწვევაა. ხუთშაბათს საფრანგეთში გამოცხადებული ამბიციური გეგმის მიხედვით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 10%-ით უნდა შემცირდეს სხვა ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულება. საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მომდევნო 30 წლის განმავლობაში საფრანგეთისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანი იქნება და საზოგადოებას მობილიზაციისკენ მოუწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მეწარმეებს, რომლებიც ყოველწლიურ ფორუმზე შეიკრიბნენ, მოუწოდა, რომ დაუყონებლივ იმოქმედონ ენერგიის გამოყენების შესამცირებლად ზამთრის ბოლომდე, თუნდაც ეს ძალიან რთული აღმოჩნდეს. მაკრონი ევროპელებს დაპირდა, ბუნებრივი ...

Read More »

ესტონეთის პრემიერმინისტრი: მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ენერგორესურსების მოწოდება შემცირდა და ცხადია, მოხმარება უნდა შევამციროთ

მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ენერგორესურსების მოწოდება შემცირდა, ცხადია, მოხმარება უნდა შევამციროთ, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა. როგორც კაია კალასმა აღნიშნა, ესტონეთი უზარმაზარ თანხებს იხდის ბიუჯეტიდან ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და იმ გადაწყვეტილებების მოსაძიებლად, რაც ხანგრძლივად იმუშავებს. „ახლა ყველას შეეხო მაღალი ფასები ენერგიაზე და ჩვენ ერთიანი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ ამაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნები, რომლებსაც ბიუჯეტში უფრო მეტი ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას გააორმაგებს

აზერბაიჯანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორი გახდება, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, აზერბაიჯანულ რესურსებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად გაზრდის ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აზერბაიჯანი ევროპას 2021 წლის მაჩვენებელზე 30%–ით მეტ გაზს მიაწვდის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მიმდინარე წელს ევროპა 9 მლრდ კბ/მ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, 2027 წლისთვის ...

Read More »

რობერტა მეცოლა – ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდხანს შეძლებს, ითამაშოს მუქარით

ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ენერგორესურსებზე ფასით სპეკულირება, ეს მანამდეც გაგვიკეთებია, „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, როდესაც შევთანხმდით და ვიპოვეთ საერთო გამოსავალი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ განაცხადა. როგორც რობერტო მეცოლამ აღნიშნა, რაც უფრო დიდი ხანი გასტანს ეს, პუტინი უფრო დიდი ხანი შეძლებს ითამაშოს მუქარით, შანტაჟით და დაშინებით. „არავითარი განსხვავება არ იყო ქვეყნებს შორის. ჩემი აზრით, ჩვენ ამის გაკეთება ...

Read More »

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელშიც ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების შეზღუდვაც შედის, დაამტკიცა

ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს პაკეტი, რომელიც მჭიდროდ იყო კოორდინირებული საერთაშორისო პარტნიორებთან, პასუხობს რუსეთის მხრიდან მუდმივ ესკალაციას და უკრაინის წინააღმდეგ უკანონო ომს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას ყალბი რეფერენდუმების საფუძველზე, დამატებითი ჯარიმების მობილიზებასა და ღია ბირთვულ საფრთხეებს. „პაკეტს ევროკავშირის კანონმდებლობაში შემოაქვს საფუძველი, დაწესდეს ფასის ლიმიტი, რომელიც დაკავშირებულია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის საზღვაო ...

Read More »
გეოთერმული ენერგია: დედამიწის სითბოს საზრიანი გამოყენება

ევროპა გეოთერმულ გათბობაზე 7,4 მლრდ დოლარს დახარჯავს

ევროპის გეოთერმული გათბობის ბაზარი, რომელიც წლების წინ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დომინანტი იყო, შესაძლოა, საინვესტიციოდ მიმზიდველი მიმართულება ისევ გახდეს. ეს კი იმ ფონზე, როცა ევროპული ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ეძებენ გაზით გათბობის ალტერნატივებს. ამის შესახებ Rystad Energy ანალიტიკოსების აცხადებენ. მათი შეფასებით, ასეთი პროექტების ჯამური დადგენილი სიმძლავრე 2030 წლისთვის 6,2 გვტ-ს მიაღწევს, რაც 58%-ით მეტია ამჟამინდელ 3,9 გვტ მაჩვენებელზე. ამისთვის კი, როგორც ...

Read More »

IEA – ევროპაში გაზის მოხმარება ბოლო 50 წლის რეკორდულ მაჩვენებლამდე დაეცემა

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (Organisation for Economic Co-operation and Development OECD) წევრ ევროპულ ქვეყნებში, რომელთა შორის ბულგარეთი და რუმინეთი არ ირიცხება, ბუნებრივი აირის მოხმარება შესაძლოა, წლის ბოლომდე 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტად შემცირდეს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) შეფასებით, ეს გაზის ბაზარზე რეკორდული ვარდნა იქნება ბოლო 50 წლის განმავლობაში. IEA-ს მონაცემებით, ევროპის OECD-ის ქვეყნებმა გასულ წელს 604 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს

ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-სა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ გაზის გადატუმბვას მიწისქვეშა საწყობებში (UGS). ამ დროისთვის UGS 90% სავსეა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის ზღვრის შემოღების საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას NATO-სა და შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ...

Read More »