„უკრაინა ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას შეძლებს“

ომის შემდეგ უკრაინა ევროპულ ბაზარზე რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას შეძლებს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებაზე უნდა იმუშაონ.

„უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი გაზის, წყალბადის წარმოებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისთვის. ამბიციური „მწვანე მოდელი“ შეიძლება განხორციელდეს ომის შემდგომი რეკონსტრუქციის გეგმაში.

უკრაინას შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში მისი მიწისქვეშა გაზის საწყობების უზრუნველყოფით. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სრული კონტროლით, უკრაინას შეუძლია, რომ ევროპას დიდი მოცულობით ელექტროენერგია მიაწოდოს“, – განაცხადა შმიგალმა.

Leave a Reply