Tag Archives: #გაზი

ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის

IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა. „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, – განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე.

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა

დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Read More »

თალიბებმა რუსული ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს

თალიბებმა ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, ბუნებრივი აირისა და ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან დროებითი შეთანხმება გააფორმეს. ავღანეთის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრ ჰაჯი აზიზის განცხადებით, მისი სამინისტრო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის საკითხზე მუშაობს, ხოლო რუსეთმა მათ საქონლის საშუალო გლობალურ ფასზე შესთავაზა ფასდაკლება. რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება პირველი ცნობილი საერთაშორისო ეკონომიკური გარიგებაა, რომელიც თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გააფორმეს. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა, ისლამისტურ მოძრაობას იზოლაციის შემსუბუქებაში დაეხმაროს, ...

Read More »

ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას ვგეგმავთ – ალიევი

„აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ გაორმაგდეს გაზის ექსპორტი ევროპაში“, – ამის შესახებ, კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა. “ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და TAP-ის  (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10 მილიარდ კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაფართოებაზე” ...

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო

აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გახსნას მიეძღვნა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან „ტანაპის“ (ტრანსანატოლიური გაზსადენი) წლიური მოცულობის 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და „ტაპის“ (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამის გარეშე გაზის დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა გაძნელდება“, ...

Read More »
შეხვედრა გაზპრომთან - პირველი ინფორმაცია ლუქსემბურგიდან

„გაზპრომმა“ იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა

„გაზპრომმა“ იტალიაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო წერს, დღეს ბუნებრივი აირის მარეგულირებელ იტალიურ კომპანიაში „ენი“ განაცხადეს, რომ არ მიუღიათ მოთხოვნილი გაზი, რომელიც „გაზპრომს“ უნდა მიეწოდებინა. იტალიას ბუნებრივი აირი „გაზპრომისგან“ ავსტრიის გავლით მიეწოდება. „ბლუმბერგის“ ცნობით, გაზის მიწოდება შეუწყდა მხოლოდ იტალიას, რადგან ავსტრია ბუნებრივ აირს რუსული კომპანიისგან კვლავ იღებს. „გაზპრომმა“ შაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ...

Read More »

დანია აცხადებს, რომ Nord Stream 1-ზე გაზის გაჟონვა შეწყდა

Nord Stream-ის ოპერატორმა Nord Stream AG-მ დანიის ენერგეტიკის სააგენტოს აცნობა, რომ მილსადენიდან გაზის გაჟონვა შეწყდა. ამის შესახებ დანიის ენერგეტიკის სააგენტო Twitter-ზე წერს. “ამჟამად, როგორც ჩანს, მიღწეულია სტაბილური წნევა Nord Stream 1-ის ორ მილსადენზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გაზის გაჟონვა შეჩერებულია”, – ნათქვამია განცხადებაში. ერთი დღით ადრე, დანიის ენერგეტიკის სააგენტომ განაცხადა, რომ გაჟონვა ასევე Nord Stream 2-ზეც შეწყდა.

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

საქართველოში იანვარ-ივლისში გაზის მოხმარება წლიურად 23%-ით გაიზარდა

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7 თვეში გაზის მოხმარება წლიურად 23%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში გაზის მოხმარებამ დაახლოებით 1.7 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, გასული წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო. აქედან დაახლოებით 327 მლნ კუბური მეტრი თბოელექტროსადგურებმა მოიხმარეს. ბუნებრივ გაზზე საქართველოს მოთხოვნის 99.4% იმპორტით კმაყოფილდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ მიმდინარე წლის ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკოლოგიის კუთხით თბილისში კატასტროფა გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი – რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, გეგმის მიხედვით, დაახლოებით ორ წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება

რეგიონების გაზიფიცირებისთვის გამოყოფილია 80 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი გეგმის მიხედვით, დაახლოებით ორ წელში უნდა დავასრულოთ გაზიფიცირება. დღეს თუ არის 90%-ზე მეტი გაზიფიცირებული, ეს პროცენტი კიდევ უფრო უნდა ავწიოთ და რაც არის ჩასმული ჩვენს გეგმებში, უნდა შესრულდეს ძალიან მალე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 900 მლნ ლარამდე დაიხარჯება სოფლის მეურნეობასა ...

Read More »

გერმანიამ საამიროებთან თხევადი გაზის შესყივდაზე პირველი კონტრაქტი გააფორმა

გერმანიამ არაბეთის გაართიანებულ საამიროებთან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ პირველი ხელშეკრულება გააფორმა. შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ლიდერმა მოაწერა – ოლაფ შოლცი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტების სერიას მართავს. გერმანიის გაზის ოპერატორს RWE-სა და აბუ-დაბის სანავთობო კომპანიას, ADNOC-ი 137 ათასი კუბური მეტრის გაზის შესყიდვაზე შეთანხმდნენ, რომელიც ბრუნშტუბელის სანაპიროზე მშენებარე ბუნებრივი აირის ტერმინალს მიეწოდება. ხელშეკრულების მიხედვით, საამიროები 2023 წელს გერმანიას თხევადი გაზის კიდევ 5 ...

Read More »