გერმანიამ არაბეთის გაართიანებულ საამიროებთან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ პირველი ხელშეკრულება გააფორმა.
შეთანხმებას ხელი ორი ქვეყნის ლიდერმა მოაწერა – ოლაფ შოლცი სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტების სერიას მართავს.
გერმანიის გაზის ოპერატორს RWE-სა და აბუ-დაბის სანავთობო კომპანიას, ADNOC-ი 137 ათასი კუბური მეტრის გაზის შესყიდვაზე შეთანხმდნენ, რომელიც ბრუნშტუბელის სანაპიროზე მშენებარე ბუნებრივი აირის ტერმინალს მიეწოდება.
ხელშეკრულების მიხედვით, საამიროები 2023 წელს გერმანიას თხევადი გაზის კიდევ 5 ტანკერს მიაწოდებს.
მცირე მასშტაბების მიუხედავად გაფორმებული ხელშეკრულება გერმანიასა და საამიროებს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს წარმოადგენს – საუდიელი დისიდენტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ, გერმანიამ საამიროებს სტრატეგიულ პარტნიორს, საუდის არაბეთს იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაუწესა.
პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა გაერთიანებული საამიროების ჩართულობა იემენში, საუდის არაბეთის სამხედრო ოპერაციაშიც.