Tag Archives: #ნავთობკომპანიები

OPEC + ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების აღდგენა დაიწყეს

OPEC + ალიანსი ცხრა თვიანი მოპოვების შემცირების შემდეგ კვლავ იწყებს მის გაზრდას, იუწყება TASS. აღდგენის ტემპები დაბალი იქნება – ზრდა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მილიონ ბარელს დღეში. ამგვარი მექანიზმის საშუალებით, ექსპორტიორი ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც მსოფლიო ბაზრის 40% -ს შეადგენს, გეგმავს მიწოდების კონტროლს. და თუ სიტუაცია გაუარესდება, აღნიშნული შეაჩერებს ახალი ჭაბურღილების ექსპლუატაციის პროცესს. OPEC + ქვეყნები 2021 წლის იანვარში გაზრდიან ნავთობის ...

Read More »

ნავთობის ბაზარზე 10 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წელი დაფიქსირდა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ნავთობკომპანიებისა და ბაზრისთვის ეს წელი ყველაზე ცუდი იყო, წერს The Wall Street Journal. მხოლოდ პირველ ცხრა თვეში ნავთობის მწარმოებლებმა ჩამოწერეს 145 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები. მაგალითად, 2015 წელს ეს თანხა ორჯერ ნაკლები იყო (72,1 მილიარდი დოლარი). მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ სტატისტიკურ მონაცემებში არ შედის ExxonMobil– ის ჩამოწერილი 20 მილიარდ დოლარი (აღნიშნული მოხდება მეოთხე კვარტალში), ისევე არაა ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 8.4%-ით შემცირდება

2020 წლის შედეგებით ნავთობის მოპოვება რუსეთში  8.4%-ით შემცირდება წინა წელთან შედარებით, 514 მილიონი ტონამდე, ხოლო გაზის – 5%-ით, დაახლოებით 700 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. “რაც შეეხება ნავთობის მოპოვების მაჩვენებლებს, წელს ჩვენ გავალთ დაახლოებით 514 მილიონ ტონაზე, რაც 8.4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, ”- თქვა მან. ნავთობის მოპოვების შემცირება უკავშირდება ...

Read More »
Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის  23 დეკემბრის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  51.20  (+  1.12) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  48.12  (+  1.10)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ნავთობის გიგანტები მილიარდობით ზარალს განიცდიან

კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) ახალი პანდემიის ფონზე, მსოფლიოს 14 უმსხვილესი ნავთობკომპანიის მთლიანი შემოსავლები 2020 წლის მესამე კვარტალში 36 პროცენტით  შემცირდა  (დაახლოებით 150 მილიარდი დოლარით) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 271,3 მილიარდი დოლარი შეადგინა. პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების გამო ეკონომიკური აქტივობის შესუსტებამ  მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობის მოხმარება მსოფლიოში. გლობალური ნავთობის მოთხოვნის შემცირებამ ფასები აპრილში 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე მიიყვანა. 1 ბარელი ...

Read More »

საქართველოში ნავთობის მოპოვება გაიზარდა

2019 წლის განმავლობაში საქართველომ 35.1 ათასი ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვა, რაც 2018 წელთან შედარებით 16%-ით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. შედარებისთვის საქართველოში მოპოვებული ნავთობის რაოდენობა იმაზე 40-ჯერ მცირეა, ვიდრე ქვეყანა მას გადამუშავებული სახით, იმპორტით ყიდულობს. ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანახმად, ქვეყანაში ნავთობის მოპოვების საქმიანობას ახორციელებს 6 ინვესტორი კომპანია: ,, ნინოწმინდის ნავთობკომპანია“; ,,შლუმბერჟე რუსთაველი ქომპანი (ჯორჯია) ლიმიტედი“; ...

Read More »

აშშ-მა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის კომპანიებს სანქციები დააკისრა

აშშ-მა სანქციები დააკისრა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის რიგ კომპანიებს ირანთან სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო. სანქციის სიაში მოხვდა ასევე ერთი ვიეტნამელი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ვიეტნამურ კორპორაციასთან.გარდა ამისა, აშშ-მა სანქცია დააკისრა არაბეთის გაერთიანებული საემირატოების ორ კომპანიას ირანში ნავთობისა და გაზის მოპოვების მხარდაჭერის გამო, ორ ჩინურ კომპანიასა და ვიეტნამური კორპორაციას. ...

Read More »

კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს მახლობლად კასპიის ზღვაში ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. საბადოს, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) და ნორვეგიის კომპანია Equinor-მა ბაქოს აღმოსავლეთით 120 კილომეტრში აღმოაჩინეს, ”ყარაბაღი” უწოდეს. კომპანიამ, რომელმაც საბურღი ოპერაციები 2019 წლის 23 დეკემბერს დაიწყო, საბადო მიწის სიღრმეში 3,400 მეტრზე დააფიქსირა. აღინიშნა, რომ ნავთობის საბადოში 60 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის რეზერვებია.

Read More »
საუდის არაბეთმა აშშ-ს ნავთობმოპოვებაში ლიდერობა ჩამოართვა

ნავთობის ფასი გაიზარდა

WTI-ის ნავთობის ფასი გაიზარდა და $47-ს მიაღწია ბარელზე. „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასი კი $50-მდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასმა ნიუ-იორკის ბირჟებზე 30%-ით მოიმატა ოქტომბრის ბოლოს შემდეგ, ეს კი ვაქცინის გამოჩენამ განაპირობა, რომლის დისტრიბუციასაც დღეს ელოდებიან ქვეყანაში. ზოგადად კი ნავთობის ფასების ზრდა „OPEC+“-ის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება, რომლის მიხედვითაც, იანვრიდან დღიური წარმოება გაიზრდება. ამასთან, როგორც oilprice-ი წერს, აზიაში ნავთობის მოხმარება იზრდება, მათ შორის ...

Read More »

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას

ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ლარის კურსის დასტაბილურების საფუძველი და ქვეყნის ეკონომიკის პოზიტიური ტრაექტორიის რეალური საშუალება გახდება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია შპს „ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი გია შავდია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შემცირდება უცხოური ვალუტის გადინება ნავთობპროდუქტების შესაძენად, ამით იმპორტ-ექსპორტის სალდო საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილიზაციაზე. მისი განცხადებით, კომპანია “ფაზის ოილის“ ყულევის ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის პროექტში EPC-კონტრაქტორებად(engineering procurement contract) განიხილებიან მსოფლიოში კარგად ...

Read More »