აშშ-მა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის კომპანიებს სანქციები დააკისრა

აშშ-მა სანქციები დააკისრა ჩინეთის, არაბეთის გაერთიანებული საემირატოებისა და ვიეტნამის რიგ კომპანიებს ირანთან სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო.

სანქციის სიაში მოხვდა ასევე ერთი ვიეტნამელი მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ვიეტნამურ კორპორაციასთან.გარდა ამისა, აშშ-მა სანქცია დააკისრა არაბეთის გაერთიანებული საემირატოების ორ კომპანიას ირანში ნავთობისა და გაზის მოპოვების მხარდაჭერის გამო, ორ ჩინურ კომპანიასა და ვიეტნამური კორპორაციას.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ სანქციები დაკისრებულ იქნა ირანული ნავთობის ექსპორტის მხარდაჭერის აღმოჩენისათვის.

Leave a Reply