Tag Archives: #ჰესი

ENKA-მ სამუშაოები განაახლა

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნიამ ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს და საპროექტო ტერიროტიაზე იკრიბება. მობილიზებულია პოლიციაც. დღეს სოფელში ENKA-ს ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ლომინაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები განახლდებოდა. რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მისი თქმით, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.

Read More »

„ენკას“ ახალი დირექტორი: ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო

ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს და ყველა კითხვას ვუპასუხო. ყველას მოვუწოდებ, დისკუსიები დიალოგის ფორმატში გავმართოთ, პროფესიულად, ყოველგვარი სპეკულაციის გარეშე, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა. „ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ დაველაპარაკებით ყველა მხარეს. მე ვაღიარებ, რომ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა და ამისთვის ვართ აქ შეკრებილები. მედიამ უნდა შეასრულოს მხარეებს შორის ხიდის ფუნქცია. ნებისმიერ დროს ვარ მზად, შევხვდე ადგილობრივებს ...

Read More »

ჩვენ დავიწყეთ პროცესი სახელწოდებით „უკეთესი ნამახვანისთვის“

„ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად, მიგვაჩნია, რომ კვლევები საკმაოდ სოლიდურია, მრავალი წელი მიმდინარეობდა და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება. თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ...

Read More »

ამირან სალუქვაძე: „წარმოუდგენელია ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება და საკუთარი გენერაციის ობიექტების არქონა მისაღები იყოს“

დღეს ენერგეტიკის კუთხით აქტიურად დგას უსაფრთხოებისა და მდგრადობის პრობლემა, განსაკუთრებით, ჰესებთან დაკავშირებით ბოლო დროს გამძაფრებული წინააღმდეგობების ფონზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, წინაპირობა ხდება იმის, რომ რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი სულ უფრო და უფრო იზრდება. ჰესების მნიშვნელობაზე, საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ამირან სალუქვაძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, მოხმარებულ ელექტროენერგიის მესამედზე მეტი არის იმპორტირებული და აღნიშნული არის საკმაოდ დიდი ...

Read More »

ნამახვანჰესთან დაკავშირებული პროცესი აპოლიტიკური უნდა გახდეს

იმდენად დაგვიანებული არ არის რომ ჩიხიდან ვერ გამოვიდეთ, – ასე აფასებს ნამახვან ჰესის პროექტთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პროცესში სიმართლე გამოსავალია. “თუ სიმართლე იმარჯვებს – იმარჯვებს ყველა მხარე. ამ შემთხვევაში დავინახე ჯანსაღი პროტესტის ნაწილი, ადამიანები რეალურად განიცდიან ეკოლოგიურ საკითხებს. რა თქმა უნდა, დაგვიანებულია კომუნიკაცია, თუმცა ინვესტორის საქმე არაა ხალხთან ურთიერთობის ...

Read More »

“”ენკას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მაქსიმალურად არის დაცული, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესები, ასევე, ენერგეტიკისა და ეკონომიკის საჭიროებები”

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით “საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია” განცხადებას აქვეყნებს საკუთრ Facebook გვერდზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “”ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმება რომ საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, ეს ასახულია არაერთი დარგის ექსპერტისა და მთავრობის განცხადებებში, ასევე იმ დეტალურ პასუხებში, რაც ეკონომიკის სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციათა კითხვებს გასცა. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი ენერგოპოლიტიკა“ კვლავ ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება ქვეყნის ...

Read More »

“მეტი ნდობისთვის ჩვენც მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ გეოლოგს, სეისმოლოგს და ეკოლოგს”

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ამავე დროს, ითვალისწინებენ უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ წუხილს. მინისტრის განმარტებით, ამიტომ „ნამახვანჰესის“ პროექტი გრძელდება, თუმცა კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ გადამოწმდება კვლევები. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გუშინ გვქონდა საუბარი და პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და სიძლიერის ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: ნამახვანჰესის პროექტს ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

ნამახვანის პროექტის დირექტორი მერაბ ლომინაძე ნამახვანჰესის პროექტის მნიშვნელობასა და მისი განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის პროექტი დამოუკიდებლობის დღიდან არ განხორციელებულა.  “საქართველოს უნდა დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება რთულია ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარეშე, ამ პროექტს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ინვესტორმა კომპანიამ მიიღო ყველა ნებართვა რაც საჭირო იყო პროექტის განხორციელებუსთვის, თუმცა ჩატარდა დამატებითი კვლევები და რეალურად სახეზეა კომუნიკაცის ნაკლებობა”, – განავხადა ჟურნალისტებთან ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მხარს უჭერს ე. წ. ეკონომიკის მწვანე განვითარებას

ვსაუბრობთ, რომ ნენსკრა და ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

„მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის ნენსკრა. ხუდონზეც არის საუბარი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოს მონაწილეობით, სახელმწიფოსთან ერთად, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერი ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა. „დიდი და საშუალო ჰესების ...

Read More »

“ენერგეტიკასთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორი არჩევანი – ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ენერგოსისტემა”

„ჩვენი ენერგეტიკის მომავალთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონდა ორად ორი არჩევანი – სამუდამოდ დავრჩენილიყავით პოსტსაბჭოთა ენერგეტიკული სისტემის ნაწილად თუ გავმხდარიყავით ევროპული ენერგოსისტემის ნაწილი,“ – განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.  მისი თქმით, საქართველომ ეს არჩევანი ჯერ კიდევ 2014 წელს გააკეთა, როდესაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და 2017 წელს, როდესაც გავხდით ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი. „მას შემდეგ ყველა ჩვენი პროექტი – ...

Read More »