Tag Archives: #ჰესი

გიორგი ჩიქოვანი ნამახვანჰესზე: ვიმედოვნებთ, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა

“ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორი იმედოვნებს, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებული დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. გიორგი ჩიქოვანს უჭირს დაასახელოს ვადა, როდის დასრულდება განახლებული კვლევები ჰესთან დაკავშირებით. “ველოდებით, რომ დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გადავა. რადიკალიზმი გადაინაცვლებს სამუშაო ოთახებში. მართლაც უპრეცედენტო დრო და რესურსია დახარჯული ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კვლევებზე. 80-იანი წლებიდან მიდის და არ არის იოლი 1-2 დღეში მოხდეს ამის გავლა”,- განაცხადა ჩიქოვანმა.

Read More »

28 აპრილს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები წყალტუბოში აქციას გამართავენ

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინაღმდეგეები 28 აპრილს, 12:00 საათზე, წყალტუბოს მაგისტრატი სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია დაგეგმილია იმ სხდომის პარალელურად, სადაც მოსამართლემ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“ საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს. საპროტესტო აქცია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელმა, ვარლამ გოლეთიანმა დააანონსა და მხარდამჭერებს სასამართლოსთან შეკრებისკენ მოუწოდა. „ვაპირებთ, ვიდრე 23 მაისამდე, დედაქალაქში ფართომასშტაბიან აქციამდე მივალთ, მანამდე სხვადასხვა ქალაქში ჩავატაროთ ...

Read More »

“რაიმე დაგეგმილი პროტესტი არ იქნება ორი კვირის განმავლობაში”

„სამოქმედო გეგმაში ცვლილებები არ გვაქვს. ძირითადად, მივდუვართ მიზნობრივად 23 რიცვისკენ, რათა იქ უკვე დაგეგმილად შევძლოთ პერმანენტული აქციების გამართვა. მანამდე, რაც შეეხება, ჩვეულებრივად ვრჩებით გუმათში და პროტესტი გრძელდება, თუმცა დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით” – განაცხადა ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა “დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ ...

Read More »

თურქეთის ელჩი: ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება

თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი “ენკას”, მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს ნამახვანი ჰესთან დაკავშირებით კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს. “მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების ...

Read More »
engurhesis-ენგურჰესის

ენგურჰესის რეაბილიტაცია დასრულდა – ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტრისადგური ერთიან ქსელში ერთვება

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა და საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტრისადგური ერთიან ქსელში დაგეგმილზე უფრო ადრე ჩაერთვება. “ენგურჰესის” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ჰერმოკარების დაკეტვის მომდევნო ეტაპი გვირაბის წყლით შევსებაა და ჰესი ერთიან ქსელში დაგეგმილზე რამდენიმე დღით ადრე ჩაერთვება. “ენგურჰესის რეაბილიტაციის VI ფაზის უმნიშვნელოვანესი ეტაპი წარმატებით დასრულდა!”გილოცავთ – დღეს სადერივაციო გვირაბის ყველა ჰერმო კარი ჩაიკეტა! დასრულდა ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს”

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან საერთო ენა უნდა გამოინახოს და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. როგორც ნარმანია განმარტავს, ყველაზე მთავარი ინტერესი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი. „ვფიქრობ, კონსენსუსი და საერთო ენა აუცილებლად უნდა გამოინახოს. დარწუნებული ვარ, რომ გამოინახება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელშიც ერთი მხრივ, სახელმწიფო უწყებები, ხოლო მეორე მხრივ, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ...

Read More »

“რიონის ხეობის მცველებმა” ქუთაისის მთავარი გამზირი გადაკეტეს

სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, „რიონის ხეობის მცველები“ და მათი მხარდამჭერები ქუთაისში ჩავიდნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ეს არის ერთგვარი გამაფრთხილებელი აქცია და ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ უკან არავინ დაიხევს. „ამას ჩვენ არ შევეგუებით. არ შევეგუებით იმას, რომ ქვეყანაში, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენი უფლებები იყოს ბოლო ადგილზე გადატანილი და პირველ ადგილზე იყოს დაყენებული ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ საკითხზე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი ჩაერთვება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას. საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების ...

Read More »
ნამახვან ჰესების კასკადზე ინტერესთა გამოხატვის ვადა გახანგრძლივდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის ვადით მორატორიუმი გამოცხადდა

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთავრობამ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

Read More »

„ნამახვანჰესის“ მიმდებარედ დამატებითი ბარიერები მოიხსნება და სამართალდამცველების რაოდენობა შემცირდება

საქართველოს მთავრობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს. ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან ...

Read More »