“რაიმე დაგეგმილი პროტესტი არ იქნება ორი კვირის განმავლობაში”

„სამოქმედო გეგმაში ცვლილებები არ გვაქვს. ძირითადად, მივდუვართ მიზნობრივად 23 რიცვისკენ, რათა იქ უკვე დაგეგმილად შევძლოთ პერმანენტული აქციების გამართვა. მანამდე, რაც შეეხება, ჩვეულებრივად ვრჩებით გუმათში და პროტესტი გრძელდება, თუმცა დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით” – განაცხადა ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა

“დღესასწაულებისა და მნიშვნელოვანი დღეების გათვალისწინებით, რომელიც წინ გველოდება, ჩვენ შეგნებულად არ ვაქტიურობთ აქციების ფორმატით. ვიქნებით ისევ კარვებში. მ რაიმე დაგეგმილი პროტესტი არ იქნება ორი კვირის განმავლობაში. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მუხტი დავარდება, ჩვენ განვმარტეთ, რატომ ვაკეთებთ ამას. აბსოლუტურად შეგნებული ნაბიჯია ჩვენგან, რომ არ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი დღეები რაღაც აქციების ორომტრიალმა დაფაროს მნიშვნელობის თვალსაზრისით, ამიტომ ვფიქრობთ, რომ გადაივლის ეს მნიშვნელოვანი დღეები, ამის შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში განახლდება პროტესტი იმ თვალსაზრისით, რომ მოვიყრით დიდი რაოდენობით ადამიანები თავს და სხვადსხვა ნაბიჯებს გადავდგამთ 23 რიცხვამდე, როგორც იყო მაგალითად დაგეგმილი პიკეტირებები. 23 რიცხვამდე აუცილებლად იქნება სხვადასხვა აქტივობა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

Leave a Reply