Tag Archives: #ჰესი

„არ შეიძლება სეისმიკაზე, არ შეიძლება მიწისძვრებზე, არ შეიძლება კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ ჩვენ მეგაფონებით და აქციების დროს“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა თბილისში მიმდინარე აქციის შეფასებისას ამბობს, რომ ამგვარი საკითხები არა ქუჩაში, არამედ ექსპერტების ჩართულობით წყდება: „არ შეიძლება სეისმიკაზე, არ შეიძლება მიწისძვრებზე, არ შეიძლება კაშხლების მდგრადობაზე ვიღელვოთ ჩვენ მეგაფონებით და აქციების დროს“, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს. მისი თქმით, იმისთვის, რომ „ნამახვანჰესი“ კარგად გათვლილი და უსაფრთხო პროექტი იყოს, მუშაობა მიმდინარეობს და არსებობს ...

Read More »

თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისს ტოვებენ და როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან. “ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნებაარა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ...

Read More »

გოლეთიანი: ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში საპროტესტო აქციას წყვეტენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას უშუალოდ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე გააგრძელებენ. „ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ. თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. რაც იყო ჩვენი აქ [თბილისში] ჩამოსვლის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა; მათ შორის, გზის გადაკეტვა, რომელიც ...

Read More »
"კომერსანტის" ექსკლუზიური ინტერვიუ – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის, სავაჭრო ცენტრისა და სხვა მეგაპროექტების შესახებ

ხაზარაძე: როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ დაიწყებს ქვეყანა აღორძინებას

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: “როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას”. ხაზარაძე ასევე წერს, რომ “ანაკლიის გაჩერება ასე არავის გაუპროტესტებია”. ის გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც ამჟამად შეჩერებულია. ხაზარაძე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელია.

Read More »

“თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას”

„დღეს საქართველოს ენერგეტიკაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი, რომელსაც უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისთვის… თუ ეს პროექტი დავკარგეთ, ფაქტობრივად, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ ენერგეტიკოსმა, ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, არ ხდება პროექტის საგნობრივი განხილვა, შესაბამისად, პროტესტი, ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი – ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად იასახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას

„მედია საშუალებებში გავრცელდა მორიგი ბრალდება ნამახვანი ჰესის პროექტის საწინააღმდეგოდ და გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვან ჰესის მშენებლობა, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების შესახებ. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რეკომედაციები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშია მოცემული, ასევე ასახულია ნამახვანის ხელშეკრულებაში და შესაბამისად, ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად იასახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე ...

Read More »

ENKA-ს დირექტორი: ღია ვართ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება

“ამას ყველა ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის ნამდვილად დიდი პრობლემა იყო და ეს ცალსახა იყო. თვითნ კომუნიკაცია ხეობაში შედგა, რადგან შედეგიც დააყენა, იმიტომ რომ 35 მილიონი იქნა გადახდილი  267 ოჯახისთვის 276 დან. ერთ ოჯახთან მიმდინარეობს კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ შევჯერდებით. მე არ მინახავს პროექტი საიდანაც გამოსავალი არ არსებოსბ. ღია ვართ ჩვენ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება… დავსხდეთ ვისაუბროთ. ამ რეჟიმში ვერ მოხდება საუბარი” ...

Read More »

“როცა ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგები, მყარი არგუმენტებია საჭირო”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ნამახვანჰესის აქციის მონაწილეებზე განაცხადა, რომ როცა 800 მილიონიან პროექტს ეწინააღმდეგები, მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს. “როდესაც ენერგოდამოუკიდებლობის და ამ შემთხვევაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარეობს აქცია, მაინცდამაინც მკაფიო არგუმენტებიც არ ჩანს, ადამიანები, რომლებიც აორგანიზებენ ამ აქცისა პირდაპირ ეთერში დებატებზე, გადაცემაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ, ჩნდება ეჭვები, ნებსით თუ უნებლიედ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც აწყობს ჩრდილოელ მეზობლებს. როცა 800 მილიონიან ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: ყველაფერი გაჩერებულია ამის უკან რაღაცა ძალები დგას

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარის” ეთერში “ნამახვანთან” დაკავშირებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა: “ეს არის ორკესტრირებული ამბავი, როდესაც ქვეყანაში ყველა ენერგორესურსების ათვისება არის გაჩერებული და არა მარტო წყლის, არამედ ქარის ეს შეუძლებელია იყოს დამთხვევა. ყველგან არის ერთი და იგივე ამბები — ზოგან იყენებენ ერთი თემით ანგაჟირებულ ამბებს, ზოგან — გარემოს დაცვა იქნება, ზოგან — ქართულ მიწას უფრთხილდება და ჯამში გაყინულია ყველაფერი ...

Read More »

ირაკლი ტაბლიაშვილი: ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… ესაა რუსული გზა!

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას ეხმაურება. ირაკლი ტაბლიაშვილი „რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად გოლეთიანმა მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 26 მაისის აქციის შემდეგ ის და მისი მხარდამჭერები ხეობაში დაბრუნდებიან, რათა ნამახვანჰესის მშენებლობას ხელი შეუშალონ. ირაკლი ტაბლიაშვილის თქმით, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხეობის ბლოკირებას ორივე მხრიდან გეგმავენ: „ორივე მხრიდან ხეობის ბლოკირებას აპირებენ რიონის მცველები… და ...

Read More »