„მედია საშუალებებში გავრცელდა მორიგი ბრალდება ნამახვანი ჰესის პროექტის საწინააღმდეგოდ და გამოქვეყნდა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვან ჰესის მშენებლობა, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების შესახებ. პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ის რეკომედაციები, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დასკვნაშია მოცემული, ასევე ასახულია ნამახვანის ხელშეკრულებაში და შესაბამისად, ყველა ის ბრალდება, რომელიც დღეს გავრცელდა, არის საფუძველს მოკლებული და მიზნად იასახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. იუსტიციის სამინისტროს თანხმობის გარეშე ამ ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხდებოდა,“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი ზოგიერთ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც არასწორად იყო ინტერპრეტირებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
