Tag Archives: #რუსეთი

ზელენსკი – რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი

რუსეთის ატომური ენერგეტიკის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს გლობალური სანქციების პაკეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ამას გარკვეული წინააღმდეგობა აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომურ ენერგეტიკასთან დაკავშირებული 200 ადამიანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა დაისაჯოს რადიაციული შანტაჟისთვის, რისთვისაც ოკუპირებული ზაპოროჟიეს ...

Read More »

“მიწისძვრამ შესაძლოა თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა შეაფერხოს”

თურქეთში ძლიერმა მიწისძვრამ შესაძლოა შეაფერხოს ამ ქვეყანაში გაზის ჰაბის შექმნა, მაგრამ პროექტი განხორციელდება. ამის შესახებ განცხადება პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. „რა თქმა უნდა, ახლა გაზის ჰაბის პროექტი არ შეიძლება თურქეთისთვის პრიორიტეტი იყოს, ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით. შესაბამისად, შესაძლოა გარკვეული დროით შეფერხება მოხდეს, მაგრამ რეალურად გეგმები არ შეიცვლება“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. რუსეთიდან თურქეთში დამატებითი გაზსადენების გაყვანისა და ევროკავშირის ...

Read More »
საქართველომ გაზპრომთან შეთანხმებას მიაღწია

„გაზპრომი“ საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას ქმნის

რუსული ბუნებრივი აირის კომპანია „გაზპრომი“ საკუთარ კერძო სამხედრო კომპანიას შექმნის. რუსეთის მთავრობამ გაზპრომის შვილობილ ნავთობკომპანიას, „გაზპრომ ნეფტს“ ნება მისცა, შექმნას საკუთარი კერძო დაცვის კომპანია, რათა საკუთრებაში არსებული ობიექტები დაიცვან. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიის 70%-ის მფლობელი „გაზპრომ ნეფტი“ იქნება, 30%-ის კი დაცვის კერძო ორგანიზაცია სტაფ-ცენტრი. 2022 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საწვავისა და ენერგოობიექტების დაცვის მოთხოვნებს ამკაცრებდა. ...

Read More »

რუსეთის ბიუჯეტი $25 მლრდ დოლარით შემცირდა, ნავთობისა და გაზის შემოსავალი თითქმის 50%-ით

იანვარში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა 1,76 ტრილიონი რუბლს (დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი) მიაღწია, ხოლო ნავთობისა და გაზის შემოსავალმა – 426 მილიარდ რუბლს (6 მილიარდ დოლარზე მეტი), რაც 2022 წელის იანვართან შედარებით 46%-ით შემცირებული მაჩვენებელია. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამავდროულად, იანვარში რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები 59%-ით – 3,117 ტრილიონ რუბლამდე (დაახლოებით 44 ...

Read More »

“გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ სული გაყიდა”

რუსეთში კომუნიზმი დასრულდა, მაგრამ კოლონიალიზმი არ დასრულებულა, სხვა ერებზე ბატონობისა და დომინირების თაობაზე რუსეთის ნება არ დასრულებულა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ვარშავის კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან გაზის კონტრაქტები გამოდგა პაქტი, რომელშიც ევროპამ თავისი სული გაყიდა. როგორც პოლონეთის მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საჭიროა ბრძოლა ახალი მსოფლიო წესრიგისთვის. „ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რუსულ რესურსებზე ევროპის დამოკიდებულებაზე და მართლაც ასეა. პუტინი ...

Read More »

ზელენსკი: რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. „უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გაავრცელონ გლობალური სანქციები რუსული აგრესიის მანქანის ...

Read More »

ნავთობზე ზღვრული ფასების დაწესებით რუსეთმა იანვარში $8 მლრდ დაკარგა

ზღვრული ფასების დაწესების შედეგად რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემოსავლები იანვარში 1/3–ით შემცირდა, აცხადებს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიხ ბიროლი, რომელსაც სააგენტო Reuters ციტირებს. ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, რუსეთმა იანვარში ნავთობისა და გაზის გაყიდვით $8 მლრდ–ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, შემოსავალი 30%–ით არის შემცირებული. ბიროლის თქმით, ფასების ზღვრის დაწესებამ შედეგი გამოიღო, როგორც ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის, ისე ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

„გაზპრომი“ ახალი ქარხნის მშენებლობას იწყებს

გაზპრომი უახლოეს დღეებში ვოლგოგრადის რეგიონში ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ვოლგოგრადის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. პროექტის ღირებულება 2,6 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 97.2 მლნ ლარი) შეადგენს. ქარხნის წარმოებაში გაშვების ორი ეტაპია გათვალისწინებული – 2023 და 2024 წლებში. „გაზპრომთან ჩვენ ძალიან მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ სერიოზული, მსხვილი პროექტები ვოლგოგრადის რეგიონში. ჩვენ სულ ...

Read More »

რა ფასად ყიდულობს საქართველო რუსეთში ნავთობპროდუქტებს

დღეიდან რუსულ ნავთობპროდუქტებზე ზღვრული ფასი (price cap) ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ერთ ბარელ ნავთობს 60 დოლარზე მეტად საწვავს ვერ გაყიდის. (ერთი ბარელი შეადგენს – 158,9 ლიტრს). აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორი არის რუსეთი. საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაახლოებით 47% რუსეთზე მოდის. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანამ რუსეთში 622,747 მლნ დოლარის ღირებულების 657 421 ტონა პროდუქცია ...

Read More »

ევროპამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 40%-დან 8%-მდე შეამცირა

ევროპამ 2022 წელს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება 40%-დან 8%-მდე შეძლო. ეს განცხადება დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ენ-კლერ ლეჟანდრმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში გააკეთა. „დღეს ჩვენ მხოლოდ 8%-ით ვართ დამოკიდებული რუსულ გაზზე, ხოლო გასული წლის დასაწყისში ეს დამოკიდებულება 40%-ზე მეტი იყო“, – განაცხადა ლეჟანდერმა. „ეს არის შეუქცევადი პროცესი და ღრმა სტრატეგიული ცვლილება ევროპული ენერგეტიკული მიქსის სტრუქტურირებაში. ეს არის ცვლილება მომავლისთვის“, – განაცხადა ...

Read More »