ზღვრული ფასების დაწესების შედეგად რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან შემოსავლები იანვარში 1/3–ით შემცირდა, აცხადებს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელი ფატიხ ბიროლი, რომელსაც სააგენტო Reuters ციტირებს.
ბიროლის თქმით, ფასების ზღვრის დაწესებამ შედეგი გამოიღო, როგორც ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციის, ისე ექსპორტიდან მოსკოვის შემოსავლების კლების მიმართულებით.
წყარო: gbc.ge