Tag Archives: #ჰესი

“ინვერსტორთან ვმუშაობთ 99 წლით მიწის გადაცემის საკითხზე”

„ეს იმას ნიშნავს, რომ ნამახვანჰესი აშენდება მხოლოდ გაუმჯობესებული და უსაფრთხო სახით”, – ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულების იმ ნაწილზე, რომელიც მიწების გადაცემას ეხება. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინვერსტორთან იმისთვის, რომ სხვა პირობებზეც ვიმუშაოთ და გავაუმჯობესოთ. ეს პირველ რიგში ეხება ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც მიწით იჯარით ...

Read More »

ხატია წილოსანი: მიღწეულია გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, ყველა მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს ევროკავშირის წარმომადგენლებთან საუბარი. დირკ ბუშლე – ევროგაერთიანების უმაღლესი თანამდებობის პირი ენერგო გაერთიანების მიმართულებით, საკითხში არის ჩართული და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობს საკითხის მართვა და ყველა მხარესთან არის აქტიური კომუნიკაცია. მათ შორის იმ ადამიანებთან, რომლებიც ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პოზიციებს აფიქსირებდა. მიღწეული არის გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჰესის მშენებლობას ალტერნატივა არა აქვს, – ...

Read More »

“”ენკას” მოვთხოვთ, გაითვალისწინოს კვლევებზე დასკვნა ან კონტრარგუმენტები მოამზადოს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. თურნავა აღნიშნავს, რომ კომპანია ენკას ხელმძღვანელებთან ხშირი კონტაქტი აქვთ და ინვესტორი მზად არის, ხელი შეუწყოს კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. “ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. ენკას ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით, პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე ...

Read More »

ლევან დავითაშვილი – „ნამახვანჰესის“ საკითხზე ჩართულია ევროკავშირის ავტორიტეტული ენერგოსტრუქტურა

„ნამახვანჰესის“ საკითხზე მედიაციის კუთხით ჩართულია ევროკავშირის ავტორიტეტული ენერგოსტრუქტურა, მათ ექნებათ სრული ნდობა, მათ შორის, საზოგადოების მხრიდან, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. „ნამახვანის“ საკითხი ასე დგას, რომ საჭიროა, გადაწყვეტილებების მიღება და კომუნიკაცია. კომუნიკაციაში როდესაც არის ორი მხარე და რთულია კომუნიკაცია, გვესმის რომ საჭიროა, მედიაციის როლის გამოყენება. მედიაციის კუთხით ჩვენ ჩართული გვყავს ენერგოგაერთიანება ევროკავშირის, ავტორიტეტული ...

Read More »

“უახლოეს დღეებში საქართველოს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარე ეწვევა და „ნახავანჰესის“ საკითხზე შეხვედრა გაიმართება”

მთავარი საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და საკუთარი, ადგილობრივი განახლებადი რესურსი განვითარდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახავანჰესის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც ეწვევა აუცილებლად საქართველოს, ჩაერთვება მედიაციის პროცესში, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის დიალოგი შედგეს. „ევროკავშირის მედიაცია, კერძოდ, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს თავმჯდომარის მეშვეობით ორგანიზებული მედიაცია, მიმდინარე ...

Read More »

გიორგი ჩიქოვანი: „გამოგვეცლება ჰაერივით საჭირო ინვესტიცია, 2000 სამუშაო ადგილი, ქვეყანას შეელახება რეპუტაცია”

რიონის ხეობაში სიტუაცია ისევ დაძაბულია. ხმაური იყო სოფელ ზარათში, სადაც დაპირისპირება სამართალდამცველებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შორის მოხდა. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ამ ეტაპზე გადაკეტილი აქვთ რიონის ხეობაში შესასვლელი ხუთი გზა. თუმცა, როგორც „რიონის ხეობის მცველმა“ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, სამშენებლო კომპანია „ენკას“ რიონის ხეობაში შესვლისა და ტექნიკის შეტანის მცდელობები კვლავ აქვს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „ენერგონიუსთან“ კომენტარი ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა: „არსებულ ...

Read More »

თურქეთის ელჩი: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქვთ პროტესტის ულფება, მაგრამ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს, აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი. ელჩის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. ელჩის თქმით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საქართველოს შიდა საკითხია, რაც მას აშფოთებს, კომპანია „ენკას“ მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. „ის [„ენკა“] კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ...

Read More »

რიონის ხეობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის კვლავ დაპირისპირება მოხდა

ხმაური იყო სოფელ ზარათში. დაპირისპირება სამართსლდცველებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა. მოსახლეობის თქმით, მათ მეზობელ სოფელში სურდათ წასვლა, თუმცა პოლიციელებმა ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპრება მოჰყვა. გაბრაზებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა ლოდებით გადაკეტა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, პოლიცია უკანონოდ ზღუდავს ადგილობროვების უფლებებს, რის გამოც მოსახლეობისთვის ცხოვრება გაუსაძლის გახდა.

Read More »

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა ზარათიდან ნამოხვანისკენ მიმავალი გზა ლოდებით გადაკეტეს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ზარათიდან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი საავტომობილო გზა ლოდებით გადაკეტეს და ადგილზე ავტომობილებს აღარ ატარებენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ადგილზე კონტროლი გაამკაცრა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე მოქალაქეებს აღარ ატარებს. როგორც ადგილზე ამბობენ, სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი და აქტივისტები მოსახლეობისა და სამართალდამცველების მანქანებს აღარ ატარებენ. ადგილზე იმყოფებოდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანი. მისი თქმით, ხელისუფლება და საპოლიციო ძალები ადგილზე სიტუაციას ხელოვნურად ძაბავენ. ...

Read More »
ენერგეტიკის სამინისტრო ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ინვესტორს ეძებს

„არ არსებობს ადგილი, სადაც ნაგებობის ჩადგმა არ შეიძლება – ისლანდიაში ვულკანებზე აშენებენ, იაპონიაში სეისმურად აქტიურ რეგიონებში… რიონზე 8 კაშხალი გვაქვს…“

„რიონის მცველებმა“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და გადაწყვიტეს, რომ უკან ხეობაში დაბრუნდნენ და კომპანიას „ენკას“ ჰესის მოსამზადებელი მშენებლობის უფლება არ მისცენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დედაქალაქის პიკეტირებით და 26 მაისის ღონისძიების ხელისშეშლით იმუქრებოდნენ, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს. გოლეთიანი ამბობს, რომ თბილისში აქციის გამართვის მიზანი არა ვინმეს შეწუხება და გაღიზიანება იყო, არამედ საზოგადოების გამოფხიზლება, რომ ჰესთან ...

Read More »