Tag Archives: #ენერგოსექტორი

ოკუპანტებმა ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში ბურშტინის თბოელექტროსადგური დაბომბეს, სადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ივანო-ფრანკოვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ონიშჩუკმა “ტელეგრამში” დაწერა. “დღეს ჩვენი რეგიონი ისევ გახდა სარაკეტო იერიშების სამიზნე. ბომბი მოხვდა ბურშტინის თბოელექტროსადგურს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს, მაშველები ადგილზე არიან”, – განაცხადა მან. ონიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, ამჟამად, ბურშტინის თბოელექტროსადგურთან გზა გადაკეტილია, ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები, რომელთა მიზანიც 2030 წლისთვის 100%-ით სუფთა ენერგიის გამოყენებაა

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ევროპის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებისთვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. ომის საპასუხოდ ევროკავშირის ქვეყნები წიაღისეული საწვავისგან გათავისუფლებას უფრო აქტიურად ცდილობენ, რისთვისაც სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა დეკარბონიზაციასა და განახლებად ენერგიაზე გადასვლა დააჩქარა. მთლიანობაში ევროკავშირი იმედოვნებს, რომ 2030 წლისთვის ბლოკის მიერ მოხმარებული ენერგიის 82% სუფთა წყაროებიდან იქნება მიღებული. თუმცა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირების პროცესს აჩქარებს და ათწლეულის ...

Read More »

მოლდოვას მთლიანად მოუწია რუსულ ელექტროენერგიაზე გადასვლა

მოლდოვა საჭირო ელექტროენერგიის მთელ მოცულობას მოლდავსკაიას GRES-დან იღებს, რომელიც დნესტრისპირეთში მდებარე საწარმო Inter RAO-ს ეკუთვნის. ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, გუშინდელი რუსეთის მასიური დარტყმის შემდეგ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე, ელექტროენერგიის აქამდე არსებული წყაროებით მიღება მოლდოვის რესპუბლიკისთვის ჯერ კიდევ შეუძლებელია. დღეისათვის რუსული ელექტროენერგიის წილი 70%-ია, მოლდოვა კიდევ 30%-ს უკრაინაში ყიდულობს. „მოლდოვა პირდაპირ დაზარალდა უკრაინის რუსული ...

Read More »

რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანეს. როგორც უკრაინული მედია წერს, კიევში აფეთქების ხმა დილის ცხრა საათზე გაისმა. ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო აღნიშნავს, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე ენერგომომარაგების ობიექტზე სავარაუდოდ, სამი დარტყმა განხორციელდა. ამასთან, აფეთქებების ხმა ისმის კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, სადაც საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

ყაზახეთი თურქმენული გაზის იმპორტს იწყებს

QazaqGaz-მა და Turkmengaz-მა თურქმენული გაზის იმპორტზე ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა. „მადლობას ვუხდი თურქმენეთის პრეზიდენტს ამ პროექტის ხელშეწყობაში პირადი მხარდაჭერისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებით და მზად ვართ გაზის იმპორტის მოცულობა წელიწადში 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გავზარდოთ“, – განაცხადა თოყაევმა. პრეზიდენტმა გამოაცხადა ყაზახეთის განზრახვა მონაწილეობა მიიღოს თურქმენეთის ძირითადი ენერგეტიკული ინიციატივების განხორციელებაში, ასევე გამოცდილების გაცვლასა და ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე შვეიცარიის კონფედერაციის გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამ ქვეყნის გარემოს, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელს სიმონეტა სომარუგას შეხვდა და მასთან ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა. მინისტრის მოადგილემ შვეიცარიელ კოლეგას საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციები გააცნო, ასევე ისაუბრა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე, რომელსაც საქართველო, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ეგიდით, ახორციელებს. რომეო მიქაუტაძემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ...

Read More »

რომეო მიქაუტაძე ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე მოხსენებით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ჰიდროენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხებს მიეძღვნა. კონფერენცია განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილემ კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკაში არსებული ტენდენციები, მიმდინარე რეფორმები და ლიბერალური ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან განსაკუთრებული ყურადღება ჰიდროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა მისი სტრატეგიული როლი ...

Read More »

უკრაინის ენერგოკომპანია: გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ სადგურთან დამაკავშირებელი ბოლო ხაზი

უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, დღეს, 17 ოქტომბერს, რუსმა სამხედროებმა დაცხრილეს კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქვესადგური, რომლის დაზიანების შედეგად გამოირთო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დამაკავშირებელი ბოლო, 750-კილოვოლტიანი ხაზი. ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა სადგურის სარეზერვო ტრანსფორმატორი და ჩაირთო დიზელზე მომუშავე გენერატორები. უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის განცხადებით, რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა და ამჟამად ცდილობს უკრაინა და დანარჩენი მსოფლიო დააშანტაჟოს დაცხრილვით იმ ქვესადგურებისა, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ...

Read More »
ეიფელის კოშკზე ქარის ტურბინები დამონტაჟდა (ფოტო+ვიდეო)

ზამთარში არაუმეტეს 19 გრადუსი – საფრანგეთის პრემიერმა ენერგოკრიზის გეგმა წარადგინა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა ხუთშაბათს მთავრობას „ენერგეტიკული სიფხიზლის“ გეგმა წარუდგინა. სიახლე ელექტროენერგიის მოხმარების 10%-ით შემცირებას გულისხმობს და მისი აზრით, მხოლოდ ზოგადი მობილიზაცია მოიტანს სასურველ შედეგს. წარმოდგენილი გეგმა მთავრობამ რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ შეიმუშავა და ის ენერგიის დაზოგვის ღონისძიებების შთამბეჭდავ სპექტრს მოიცავს. ზამთარში არაუმეტეს 19 გრადუსი კერძოდ, ოფისებში ზამთარში მაქსიმალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 19 გრადუსს, ხოლო საწარმოების საწყობებში ის მაქსიმუმ 16 ...

Read More »

უნგრეთში ენერგოკრიზისის გამო კულტურული დაწესებულებების ნაწილი მუშაობას შეაჩერებს

მას შემდეგ, რაც კომუნალური გადასახადები მკვეთრად გაიზარდა, ბუდაპეშტში თეატრის შენობებსა და კულტურულ დაწესებულებაში, მათ შორის უნგრეთის ეროვნული ერკელის ოპერის თეატრში,  რომელიც 111 წლისაა, დროებით შეჩერდება  მუშაობა.  ენერგომოხმარების შემცირების მიზნით მთავრობამ გამოსცა განკარგულება, საჯარო შენობებსა და კულტურულ დაწესებულებებში 25 პროცენტით შემცირდეს ენერგომოხმარება. უნგრეთის სახელმწიფო ოპერის დირექტორი სილვესტერ ოკოვაჩი ამბობს, რომ კომუნალური გადასახადები 8-ჯერ, რიგ შემთხვევებში 10-ჯერ გაძვირდა. შეიძლება, პროცენტულად არასწორი ციფრებია, ...

Read More »