Tag Archives: #ევროპა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა, რუსეთისგან გაზის შესყიდვა შეწყვიტა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა ადგილობრივი ბაზრისთვის რუსული გაზის მიწოდება, გასული წლის 31 დეკემბრიდან შეწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა მონტიმ მედიასთან განაცხადა. „Edison-მა რუსეთთან კონტრაქტი 31 დეკემბერს დახურა. ჩვენი პაკეტი დივერსიფიცირებული და დამოუკიდებელია, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეროვნული მოთხოვნის 20%, მაგრამ ყველა ოპერატორი ახლა დაკავებულია რუსული წყაროების შემცვლელების ძიებით“, – თქვა ნიკოლა მონტიმ. მისივე თქმით, რუსული მარაგების სრულად ჩანაცვლებისთვის ოპერატორებს 2-3 ...

Read More »

ევროპაში, ნავთობთან ერთად, გაზის ფასიც ინტენსიურად მცირდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 726,3 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

ევროპაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. როგორც BBC იუწყება, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2023 წლის პირველ დღეებში, ჰაერის ტემპერატურამ პლიუს 18.9 გრადუსს მიაღწია, ესპანეთის ქალაქ ბილბაოში კი, 25.1 გრადუსზე მეტია. როგორც დასავლური მედია იუწყება, ბილბაოში ტემპერატურა, ივლისის თვის საშუალო ტემპერატურას გაუტოლდა. რეკორდულად მაღალია ტემპერატურა ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ჩეხეთსა და დანიაშიც. შვეიცარიაში სინოპტიკოსებმა პლიუს 20 გრადუსი დააფიქსირეს. მაღალი ტემპერატურა შვეიცარიის სამთო-სათხილამურო კურორტებზე ნეგატიურად აისახა.

Read More »

ევროპა თხევადი გაზის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა

2022 წელს ევროპამ მნიშვნელოვნად გაზარდა თხევადი გაზის შეძენა, ხოლო ჩინეთმა და აზიის სხვა ქვეყნებმა, პირიქით, თხევადი გაზის შეძენა შეამცირეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. გასულ წელს ჩინეთმა თხევადი გაზის შეძენა 21%-ით შეამცირა, ბრაზილია 72%-ით და ინდოეთმა 17%-ით. რუსულ ბუნებრივ გაზზე უარის თქმის შემდეგ საფრანგეთმა თხევადი გაზის შეძენა 99%-ით გაზარდა, ბელგიამ 167%-ით და ნიდერლანდებმა – 99%-ით. ამით გერმანიამაც ისარგებლა, რომელსაც დეკემბრამდე თხევადი გაზის ...

Read More »

ევროპის გაზის კრიზისი შესაძლოა 2030 წლამდე გაგრძელდეს

ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Cornwall Insight-ის წამყვანი ანალიტიკოსის მეთიუ ჩადვიკის პროგნოზით გაზის მაღალი ფასები ევროპაში მინიმუმ 2030 წლამდე შენარჩუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს. „გაზის ფასი პანდემიამდელ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება მინიმუმ 2030 წლამდე“, – ნათქვამია სტატიაში. ანალიტიკოსის აზრით, ბაზარს დრო სჭირდება, რათა მოერგოს ევროპაში მიწოდებისა და მოთხოვნის დინამიკის ცვლილებას. თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) სავარაუდო მიწოდებაც კი შეერთებული შტატებიდან, კატარიდან და რიგი ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი უკვე $750-ს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 3%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 733 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა – თურქული ანალიტიკური ცენტრი

აზერბაიჯანი, ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის საკვანძო მოთამაშეა. Trend-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის ანალიტიკური ცენტრის ANKASAM-ის (ანკარას კრიზისული სიტუაციებისა და პოლიტიკის კვლევების ცენტრი) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში. სტატიის ავტორის, ცენტრის ექსპერტის ემრაჰ კაიას თქმით, მარშრუტები, რომლითაც ევროპა ცენტრალურ აზიას უკავშირდება, ძალიან შეზღუდულია. „ამ დროისთვის, შუა დერეფანი გთავაზობთ უმოკლეს და იაფად მგზავრობის მარშრუტს ევროპისკენ. გეოპოლიტიკური პოზიციისა და ენერგეტიკული რესურსების თვალსაზრისით აზერბაიჯანს დიდი მნიშვნელობა ...

Read More »

ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ აზერბაიჯანიდან გაზის ნაკადის გასაზრდელად პროექტი მოამზადა

აზერბაიჯანის მიერ ინიცირებული ყველა პროექტის მსგავსად, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების გაფართოების პროექტიც რეალობად იქცევა. ევროკავშირის 5-მა ქვეყანამ მოამზადა აზერბაიჯანული „ლურჯი“ საწვავის მიწოდების გაზრდის კონკრეტული პროექტი და მის წარდგენას 3 თებერვალს ბაქოში აპირებს. ამის შესახებ ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა სოფიაში თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიღებისას განაცხადა. „ეს არის პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმალური თანხებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის გადატანა ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი – 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში

2022 წლის ენერგეტიკული კრიზისი იყო გარდამტეხი მომენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში, პუტინის ფსონმა არ გაამართლა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი პირად ბლოგში წერს, რომ, ვლადიმერ პუტინის პროგნოზით, ევროკავშირის დიდი დამოკიდებულება რუსული წიაღისეული ენერგორესურსების, კერძოდ, გაზის იმპორტზე, საშუალებას მისცემდა, გაეყო ევროკავშირი. ბორელის განცხადებით, არსებული გრძელვადიანი კონტრაქტებით გაზის მიწოდების შეზღუდვით, რუსეთმა ევროკავშირის შანტაჟი ...

Read More »

გერმანიამ აშშ-დან იმპორტირებული თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო

გერმანიამ ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პირველი ნაკადი მიიღო. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ამერიკული ტანკერი ბუნებრივ აირს გერმანიის ვილჰელმსჰაფენის პორტში, ახლად აგებულ მცურავ ტერმინალში გადატვირთავს. ბუნებრივი აირის ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა მილსადენების საშუალებით გაზის მიწოდების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. 300-მეტრიანი მცურავი ტერმინალის რეგაზიფიკაციის სიმძლავრე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრია. როგორც მედია წერს, რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ნაწილობრივ დეკემბრისთვის უჩვეულო თბილი პერიოდიდან ...

Read More »