Tag Archives: #ენერგეტიკა

გერმანია უკრაინას დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება

გერმანია უკრაინას ზამთრისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოუყოფს, რომელიც რუსული თავდასხმებისგან დაზარალებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას მოხმარდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პარიზის დონორთა კონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყანა ასევე აპირებს, უკრაინას საშობაოდ გენერატორები და საწვავი მიაწოდოს. „რუსეთის პრეზიდენტს სურს, გატეხოს უკრაინელი ხალხი და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა ბერბოკმა.

Read More »

ესპანეთი უკრაინას 100-ზე მეტ ტრანსფორმატორს გადასცემს

ესპანეთი უკრაინას 163 ერთეულ განახლებულ აღჭურვილობას გადასცემს ელექტრო ქვესადგურებისთვის. ეს ინფორმაცია 13 დეკემბერს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. სამინისტრომ განაცხადა, რომ სხვა დახმარებასთან ერთად ერთად, ესპანეთი უკრაინას გადასცემს 107 დენის ტრანსფორმატორს და 28 ძაბვის ტრანსფორმატორს, 26 ელვისებურ ტრანსფორმატორს, ელვისებურ დამცავ მოწყობილობას და ორ გამთიშავს, ელექტრომექანიკურ აღჭურვილობას, რომელიც სარემონტო სამუშაოებისთვის ელექტროსქემების მექანიკური იზოლაციის საშუალებას იძლევა. ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ...

Read More »

შმიგალი: ზამთრის პერიოდის გასავლელად, უკრაინა $1 მილიარდის დახმარებას მიიღებს

უკრაინამ, საერთაშორისო პარტნიორებისგან ზამთრის პერიოდის გასავლელად, დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის დახმარება მოიზიდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ პარიზში გამართული საერთაშორისო კონფერენციის, “სოლიდარობა უკრაინელ ხალხთან” შედეგების შეჯამებისას განაცხადეს. შმიგალმა აღნიშნა, რომ ამ თანხის ნახევარი არის გრანტები, მეორე ნახევარი არის საქონელი, სესხები, რომელთა უმეტესობასაც უკრაინა წელს მიიღებს. მისი თქმით, კონფერენციის შედეგი არის საკმაოდ ...

Read More »

კანადა უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად $84.2 მილიონს გამოუყოფს

კანადა უკრაინას დაეხმარება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის აღდგენაში. ამის შესახებ 13 დეკემბერს Twitter-ზე კანადის ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა განაცხადა. “სანამ უკრაინელი ხალხი აგრძელებს გმირულ წინააღმდეგობას, ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა მათ შეძლონ ამ ბრძოლის გაგრძელება. სწორედ ამიტომ კანადა გამოყოფს 115 მილიონ (კანადურ – რედ.) დოლარს უკრაინის ენერგოსისტემის აღსადგენად, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსული და ბელორუსული საქონლის ტარიფებიდან”, – წერს ფინანსთა მინისტრი. ...

Read More »

გიორგი ფანგანმა ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციის CEER-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილება. ასამბლეაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიების ხელმძღვანელი პირები. გიორგი ფანგანის თქმით, CEER უმსხვილესი ევროპული ენერგეტიკული ორგანიზაციაა, რომლის დამკვირვებლის სტატუსიც სემეკს აქვს მინიჭებული. „სემეკი 2017 წელს გახდა უმსხვილესი ენერგეტიკული ორგანიზაციის დამკვირვებელი, აღნიშნული სტატუსის მოპოვება გვეხმარება ევროპის ენერგეტიკული კანონმდებლობის იმპლემენტაციაში, ...

Read More »

ლევან დავითაშვილი: შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის გამო, ინვესტორებისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროები უფრო მიმზიდველი გახდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, დღეს ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეი განცხადებას  გამოეხმაურა, როლის თანახადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება. „როცა ვსაუბრობთ შავი ზღვის დამაკავშირებელ ელექტროკაბელზე, ეს რამდენიმე მილიარდიანი, ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, რომელსაც შესაძლოა, ტრანსფორმაციული შედეგი ჰქონდეს მთლიანად რეგიონის ენერგოუსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და კონკურენტუნარიანობის კუთხით. ეს არის პირდაპირი კავშირი საქართველოსა და ...

Read More »

ზელენსკი: ახლა მთავარი ენერგიაა, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია. მისი თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება. „ენერგოსისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან – სისტემაში მწვავე ...

Read More »

მაკრონი: პარტნიორები უკრაინას ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში უნდა დაეხმარონ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს ამ ზამთრის გაძლებასა და გადარჩენაში. ამის შესახებ მან პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სოლიდარობა უკრაინელ ხალხისთვის“ განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი. მაკრონის თქმით, რუსეთი სამხედრო წარუმატებლობას, უკრაინის ჯარების წინსვლას, ტერორისტული აქტებით პასუხობს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა და ასეთი ქმედებები დაუსჯელი ...

Read More »

ილია დარჩიაშვილი: საქართველოს დღეს აქვს მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით

შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირისგან მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება. „ერთია პოლიტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან და მეორე არის ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ...

Read More »
„ენერგო-პრო ჯორჯია“ - საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელი კომპანიების რიცხვში, ერთ-ერთ წამყვან პოზიციას კვლავ ვინარჩუნებთ

,,ენერგო-პრო” ზარალიანი 2020-ის შემდეგ 204–მილიონიან მოგებაზეა

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2021 წელს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას’’ შემოსავალმა 437 მლნ ლარი შეადგინა, რაც 62.3%-ით მეტია 2020–ის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში კომპანიამ 64.6%-ით 97.7 მლნ ლარამდე გაზარდა შესყიდული ელექტროენერგიაში გადახდილი თანხა. 2021 წელს მოგებასთან ერთად  კომპანიას მნიშვნელოვნად გაეზარდა ხარჯები. კომპანიის ხარჯებმა* ჯამში 216.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც  40.1%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. შეწყვეტილი ოპერაციებიდან მიღებული 148.8 მლნ ლარის ზარალის გამო, ...

Read More »