Tag Archives: #ენერგოპოლიტიკა

სენატორი ტედ კრუზი: სენატის მხარდაჭერა Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების მიმართ მხოლოდ იმის გამო შეიცვალა, თუ ვინ ზის ოვალურ კაბინეტში

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ტედ კრუზმა პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის გააქტიურების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბაიდენის პრეზიდენტობა საუკეთესო რამ არის, რაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის მოხდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ თეთრი სახლის მიდგომა უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარების მიმართ ეფექტური აღმოჩნდა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა უპასუხა: არა, თეთრი სახლის მიდგომამ საერთოდ არ იმუშავა. თუ გადავხედავთ, რა სურთ უკრაინელებს, მათ პირდაპირ სთხოვეს შეერთებულ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტის საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives ...

Read More »

ბრიტანული სანქციები შესაძლოა, რუსულ ენერგო-კომპანიებს შეეხოს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დღეს აპირებს, წარადგინოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, რომელიც შესაძლოა, რუსულ ენერგო-სექტორთან კავშირში მყოფ კომპანიებს შეეხოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს. გაზეთის წყაროს ცნობით, რესტრიქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და შესვლის აკრძალვას დიდ ბრიტანეთში, ამასთან, ის გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე, რომლებსაც აქვთ „სტრატეგიული მნიშვნელობა“ რუსეთის ფედერაციისთვის. კვირას ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ...

Read More »

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 9 დეკემბერს განახლდება

ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებსა და ირანს შორის მოლაპარაკებები 9 დეკემბერს გაგრძელდება ვენაში. ამის შესახებ ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Tasnim-ი იუწყება. მოლაპარაკებების მიზანია, სული შთაბეროს 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც ირანმა იკისრა ვალდებულება, შეზღუდოს საკუთარი ბირთვული პროგრამა სანქციების შემსუბუქების საპასუხოდ. მოლაპარაკებები გასულ კვირაში განახლდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ. აშშ, რომელმაც 2018 წელს დატოვა შეთანხმება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ ამჟამად ...

Read More »

“ჩინეთთან ენერგეტიკული გარიგებები მოსკოვისთვის სახიფათოა”

პარალელურმა ენერგოკრიზისმა – ევროპაში და ჩინეთში – მოსკოვს პეკინთან მომგებიანი საგაზო გარიგების დადების საშუალება მისცა. კერძოდ, რუსეთი ჩინეთს მიჰყიდის გაზს იგივე საბადოებიდან, რომლებიდანაც ცისფერი საწვავით ევროპას ამარაგებს. ეს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩინეთზე ზრდადი დამოკიდებულება შესაძლოა თავად რუსეთისთვისაც ძალიან სარისკო აღმოჩნდეს. მოსკოვში კარგად იციან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის დედაქალაქებში მიღებულ იქნება კოორდინირებული ზომები „გაზპრომის“ გავლენის შესამცირებლად. ამიტომაც, ევროპასთან ერთად ვლადიმირ ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

2022 წლიდან CO-ს ნორმები მკაცრდება

2022 წლის 1-ელი იანვარი – ეს ის თარიღია, როდიდანაც ბენზინზე მომუშავე ავტომობილებს ახალი, გამკაცრებული ნორმების დაკმაყოფილება მოუწევთ. გამკაცრებული რეგულაცია გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის უფრო დაბალ მაჩვენებელს ითვალისწინებს. 2021 წელს არსებული 0.6%-დან ნორმა დაბალ და მაღალ ბრუნზე, შესაბამისად, 0.3%-დან 0.5%-მდე დაშვებას გულისხმობს. რეგულაცია 2020 წლის 1 აპრილამდე განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებს ეხება. ამ პერიოდის შემდეგ განბაჟებულ და რეგისტრირებულ ავტომობილებში კი კატალიზატორის ქონაც ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის გადაჭრა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ს შეუძლია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ევროპაში გაზის ბაზარზე არსებული დაძაბულობის მოხსნა “ჩრდილოეთ ნაკად-2”-ის ჩაშვებით არის შესაძლებელი, თუმცა, მისივე თქმით, ამ დრომდე ადმინისტრაციული ბარიერები მოხსნილი არ არის, რადგან გერმანულმა მარეგულირებელმა გადაწყვეტილება ჯერ ვერ მიიღო. ამის შესახებ მან რუსეთის ენერგეტიკულ კვირეულზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა. “ვხედავთ, რომ ადმინისტრაციული ბარიერები არ იხსნება, არის სხვადასხვა საკითხი ევროპაში მესამე ენერგეტიკულ პაკეტთან დაკავშირებით, რომელსაც ეს პროექტიც ...

Read More »

გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამი ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში. აშშ-ისა და გერმანიის ამ შეთანხმებას წინ უძღოდა კანცლერ ანგელა მერკელის ბოლო ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში. შეთანხმებაში მხარეები უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებენ და აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგორესურების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება. „თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურების იარაღად გამოყენებას ან გააგრძელებს ...

Read More »

რა უჯდება საქართველოს რუსული დენი – კომერციულ საიდუმლოებად გამოცხადებული ენერგოდამოუკიდებლობა

რა უჯდება რუსული დენი საქართველოს? რამდენად ვყიდულობთ რუსეთისგან ელექტროენერგიას? როგორ შევადაროთ იმპორტიორების ფასები? ვის ჯიბეში მიდის საქართველოს მოქალაქეებისგან ამოღებული მილიონები? რა დოზით შემოვიდა რუსეთი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში? რის დამალვას ითხოვს ინტერ რაო სახელმწიფოსგან? და რაც მთავარია – რა დოზით ისრულებს რუსეთი თავის ოცნებას, არ დაუშვას საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა? ყველა სახელმწიფო უწყებას, რომლის კომპეტენციაშიც ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შედის, მხოლოდ ერთი პასუხი აქვს ...

Read More »

გიორგი კაპანაძე: „ენერგეტიკა ეკონომიკის უპირველესი დარგია და აქ დაშვებული შეცდომები აზარალებს მთელ ქვეყანას“

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების 6 თვით გადავადებას რეფორმის ჩავარდნად მიიჩნევს. აფბამ ამის შესახებ ახლახანს სპეციალური განცხადება გააკეთა და ბირჟის ვერამოქმედების მიზეზებზე სასაუბროდ პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო მოსმენის დანიშვნის მოთხოვნით მიმართა. აფბას განცხადების შემდეგ ბირჟის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ბირჟა მართლაც ვერ ამოქმედდება 2020 წლის 1 ივლისს და რომ ეს პროცესი 6 თვით გადაიდო. ირინა მილორავამ ...

Read More »