ბრიტანული სანქციები შესაძლოა, რუსულ ენერგო-კომპანიებს შეეხოს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება დღეს აპირებს, წარადგინოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი, რომელიც შესაძლოა, რუსულ ენერგო-სექტორთან კავშირში მყოფ კომპანიებს შეეხოს. ამის შესახებ ინფორმაციას The Times ავრცელებს.

გაზეთის წყაროს ცნობით, რესტრიქციები მოიცავს აქტივების გაყინვას და შესვლის აკრძალვას დიდ ბრიტანეთში, ამასთან, ის გავრცელდება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე, რომლებსაც აქვთ „სტრატეგიული მნიშვნელობა“ რუსეთის ფედერაციისთვის.

კვირას ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აპირებს კანონდებლობაში ცვლილებების შეტანას, იმისათვის, რომ ჰქონდეთ სანქციების გაფართოვებვის შესაძლებლობა.

„დღეისათვის ჩვენ სანქციების დაწესება შეგვიძლია მხოლოდ იმათთვის, ვინც პირდაპირ კავშირშია უკრაინაში დესტაბილიზაციის შექმნაში. ვაპირებთ გავაფრთოვოთ ჩამონათვალი, რათა ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრემლის ინტერესს ატარებს, მოხვდეს სანქციების ქვეშ“, – განაცხადა მან.

ამასთან ლიზ ტრასმა თავი შეიკავა სანქციების კონკრეტული დეტალების დასახელებისგან და მხოლოდ ის თქვა, რომ „გამორცხული არაფერია“.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply