Tag Archives: #ელექტრომანქანა

ელექტრომობილების რაოდენობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში

ახალი თაობის ელექტრობატარეას ფუნქციონირება ასი წლის განმავლობაში შეუძლია

ცოტა ხნის წინ, Tesla-ს კვლევითმა ცენტრმა სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელშიც ნიკელზე დაფუძნებული ახალი თაობის ელექტრობატარეის მონახაზი არის განხილული, რომელსაც ფუნქციონირება 100 წლის განმავლობაში შეუძლია, – ამის შესახებ გამოცემა Electrek-ი წერს. ახალ ელექტრობატარეაზე Tesla და კანადელი მეცნიერი, ჯეფ დანი ერთობლივად მუშაობენ. ეს უკანასკნელი, თავის წილ, დღეს ფართოდ გამოყენებული ლითიუმ-იონური ბატარეების ერთ-ერთი პიონერია. ამ ტექნოლოგიაზე დანი მისი შექმნის შემდეგ მუშაობს, კანადის ქალაქ ჰალიფაქსში ...

Read More »

HYUNDAI აშშ-ში ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხნის მშენებლობაში $5,5 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს

ავტომწარმოებელი Hyundai აშშ-ში $5,5 მილიარდის ღირებულების ელექტრომობილებისა და ბატარეების ქარხანას ააშენებს. CNN-ის ცნობით, Hyundai-ს პირველი ელექტრომობილების ქარხანა ჯორჯიის შტატში აშენდება, შეიქმნება 8 100 ახალი სამუშაო ადგილი. არსებული ვარაუდით, 2025 წლის პირველი ნახევრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყება კომერციული გაყიდვები, ქარხანა წლიურად 300 000 ელექტრომობილს გამოუშვებს. ამერიკული გამოცემა წერს, რომ Hyundai-ს ცნობით, ბატარეის საწარმოო ქარხანა ამოქმედდება “სტრატეგიული პარტნიორობით”, რომლის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ...

Read More »

2021 წელს ელექტრომობილების გაყიდვები გაორმაგდა და გლობალური ავტოპარკის 9% შეადგინა

TBC Capital-მა ელექტრომობილების და საავტომობილო ინდუსტრიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შიდა წვის ძრავიან (ICE) მანქანებზე მოთხოვნა თანდათანობით შემცირდა. ტრადიციულმა საავტომობილო ინდუსტრიამ შესამჩნევი ცვლილებები განიცადა, რაც უპირატესად გამოწვეულია მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილებებით, ახლად რატიფიცირებული კანონებით და ტექნო-ეკონომიკური ფაქტორების სიმრავლით. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ყოველივე ზემოთქმულის სინერგიამ ელექტრომობილების გაყიდვების ზრდა გამოიწვია. კერძოდ, 2021 წელს გაყიდვები გაორმაგდა და გლობალური ავტოპარკის 9% ...

Read More »

ქალაქში QARI-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა

ქალაქში Qari-ს ახალი მიკროელექტრო მანქანები გამოჩნდა. “დღეიდან ჩვენი ახალი მიკრო–ელექტრო მანქანები სატესტო რეჟიმში გაეშვა” – წერს კომპანია Qari Electric-ი სოციალურ ქსელში. როგორც ჩანს, საწყის ეტაპზე მანქანები მხოლოდ თბილისში იმოძრავებენ. შეგახსენებთ, რომ Qari Electric-ის ელექტრომოპედების გაზიარების სერვისია. ინფორმაციისთვის, რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა უკრაინის ბაზარზე Qari Electric-ის შეტანაც. კომპანიას ლიცენზია უკვე მოპოვებული ქონდა და ელექტრომოპედების გაზიარების სერვისის გაშვებას მიმდინარე წელს გეგმავდა.

Read More »

2035 წლისთვის კანადაში შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილების გაყიდვა აიკრძალება

ნახშირორჟანგის გლობალური ემისიების შემცირების საერთო ხედვას კიდევ ერთი ქვეყანა, კანადა შეუერთდა – ქვეყანაში „ემისიების შემცირების გეგმა“ დაამტკიცეს, რომლითაც განისაზღვრა, რომ 2035 წლისთვის, ქვეყანაში გაყიდული ყველა სამომხმარებლო ავტომობილი ნულოვანი ემისიისა უნდა იყოს. თავისთავად ცხადია, რომ უგამონაბოლქვო მანქანებზე გადასვლა მდგრადად და ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდება: ამგვარი მანქანების წილმა საერთო გაყიდვებში 2026 წლისთვის, სულ მცირე 20%, ხოლო 2030 წლისთვის – 60% უნდა შეადგინოს. აღსანიშნავია, რომ ამ ...

Read More »

VOLVO რუსეთს ავტომობილებს აღარ მიაწვდის

შვედური კომპანია VOLVO რუსეთისთვის ავტომობილების მიწოდებას წყვეტს, – კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს. საერთაშორისო გამოცემის ცნობით, VOLVO-ს გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს და რისკებს, რომელიც რუსეთში ექსპორტს ახლავს თან. Reuters-ის ცნობით, 2021 წელს VOLVO-მ რუსეთში დაახლოებით 9 000 ავტომობილი გაყიდა.

Read More »

CR-ის ელექტრომობილების რეიტინგში Ford Mustang Mach-E-მ Tesla Model 3-ს გადაუსწრო

2022 წლის საუკეთესო ელექტრომობილების რეიტინგში, რომელსაც კვლევითი ორგანიზაცია Consumer Reports-ი ყოველ წელს აქვეყნებს, Ford Mustang Mach-E-მ გასული ორი წლის საუკეთესო ელექტრომობილს, Tesla Model 3-ს გადაუსწრო. ორგანიზაციის თქმით, ეს გადაწყვეტილება Ford Mustang Mach-E-ის მართვის გამოცდილებამ, სანდოობამ და მანქანაში ჩაშენებულმა დამატებითმა ფუნქციებმა განაპირობეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული ავტომობილების საკულტო მწარმოებელი Ford-ისთვის ეს მძლავრი სტიმული იქნება. „არასწორად არ გაგვიგოთ, Model 3-ი მშვენიერი ...

Read More »

აშშ-ში 2022 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს

ამერიკული ჟურნალის, Сonsumer Reports-ის ექსპერტებმა 2022 წლის საუკეთესო ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს. რეიტინგი შედგა მომხმარებლებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმს, მათ შორის უსაფრთხოებას, სანდოობას და ენერგოეფექტურობას მოიცავდა. რეიტინგი ავტომობილების ღირებულების მიხედვით კატეგორიებად დაიყო. $25000-მდე კატეგორიაში საუკეთესოებად სედანი Nissan Sentra და ქროსოვერი Nissan Rogue Sport-ი დასახელდნენ. $25000-35000-იან კატეგორიაში საუკეთესო შეფასებები Subaru Forester-მა, Honda Accord-მა და Toyota Prius-მა დაიმსახურეს. $25000-35000-იან კატეგორიაში ექსპერტებმა ...

Read More »

Ferrari და Qualcomm-ი თვითმართვად ელექტრომობილს ერთად შექმნიან

იტალიურმა ავტომწარმოებელმა, Ferrari-მ თვითმართვადი ტექნოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან, Qualcomm-თან სტრატეგიული კოლაბორაცია დაიწყო, რაც საბოლოო ჯამში, რამდენიმე წელიწადში, Ferrari-ს მიერ თვითმართვადი ავტომობილის გამოშვებით უნდა დასრულდეს. ამ ეტაპზე უცნობია, Qualcomm-ის რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებს Ferrari, მაგრამ, როგორც იტალიური ავტომწარმოებლის პრესრელიზში ვკითხულობთ, პირველ რიგში, დრო ციფრული სამართავი პანელის შექმნას დაეთმობა.

Read More »
"ტესლას" ახალი ელექტრომობილი ერთჯერადად 320 კილომეტრს გაივლის

ტესლას შანხაის ქარხანა ელექტრომობილს მხოლოდ 38 წამში აწყობს

შანხაიში მდებარე Tesla-ს ქარხანა გახდა მსოფლიოში ყველაზე პროდუქტიული ელექტრომობილების ასაწყობი ქარხანა. მიზეზი ის არის, რომ ეს ქარხანა კვირაში შვიდი დღე მუშაობს. ამრიგად, ერთი Tesla-ს აწყობას სულ რაღაც 38 წამი სჭირდება. შეგახსენებთ, რომ Tesla-ს ჩინურმა ქარხანამ 2021 წელს 480 000-ზე მეტი მანქანა გაგზავნა. ეს არის ნახევარზე მეტი იმ 936,000 მანქანიდან, რომელიც ამერიკულმა ავტომწარმოებელმა მთელ მსოფლიოში შარშან მიაწოდა. წყარო: bfm.ge

Read More »