ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპნიამ ENKA-მ სამუშაოები განაახლა. მოსახლეობა სამუშაოების განახლებას აპროტესტებს და საპროექტო ტერიროტიაზე იკრიბება. მობილიზებულია პოლიციაც. დღეს სოფელში ENKA-ს ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე ჩავიდა. ლომინაძემ მოსახლეობას უთხრა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები განახლდებოდა. რაც შეეხება ძირითად ობიექტებს, კერძოდ კაშხალსა და წყალსაცავს, მისი თქმით, მათი მშენებლობა მაშინ დაიწყება, როდესაც მოხდება არსებული კვლევების ვერიფიკაცია.
Read More »