Tag Archives: #ენერგოსექტორი

ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება

9 აპრილს საერთაშორისო დიპლომატებმა შეაფასეს ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო 4 დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკება, რომელიც მიმართული იყო 2015 წელს ხელმოწერილი ერთობლივი და მრავლისმომცველ სამოქმედო გეგმის (JCPOA) განახლებისკენ პირველად მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან 2018 წელს გამოვიდა აშშ-ი. მოლაპარაკებაში მონაწილე დიპლომატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ შეხვედრა იყო „კონსტრუქციული“ და უზრუნველყოფდა „პოზიტურ იმპულსს“. ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ...

Read More »

“ენგურჰესი” სავარაუდოდ 1-ელ მაისს ამუშავდება

“ენგურჰესის” ხელმძღვანელის ლევან მებონიას განცხადებით, ჰესზე მიმდინარე სამუშაოები ათი პროცენტით წინ უსწრებს გრაფიკით გათვალისწინებულს და “დარწმუნებით შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ 30 აპრილის ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას სადგური ამუშავდება“. შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესი“ 20 იანვარს სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდა. რეაბილიტაციის შემდეგ, ენგურჰესის გამომუშავება წლიურად დაახლოებით 100 მლნ კვტ.სთ-ით გაიზრდება.

Read More »
ქარის ენერგეტიკის განვითარების ტენდენცია 2000-2050 წლებზე (ინფოგრაფიკი)

მსოფლიოს უდიდესი აქტივების მართვის ფონდი პირველ მწვანე გარიგებას დებს

ნორვეგიის $1.3 ტრილიონის ღირებულების აქტივების მართვის ფონდმა მწვანე ენერგიის ინფრასტრუქტურაში პირველი ინვესტიცია განახორციელა. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც მას აქტივების კლასში გადასვლის უფლება მისცეს, მსოფლიოს უდიდესი სუვერენული ინვესტიციის მექანიზმი დანიური Orsted-გან 752 მეგავატიანი Borssele 1 & 2 ოფშორული ქარის ელექტროსადგურის 50%-ს შეისყიდის. როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გარიგების ღირებულება 1.4 მილიარდი ევროა. Orsted-ის გარიგება პირველი შემთხვევაა, როცა ფონდი განახლებადი ენერგიის ...

Read More »

პრეზიდენტი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ნამახვანჰესის” საკითხის განსახილველად მხარეებს სახელმწიფო კომისიის შექმნას ურჩევს და საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის სასახლის პლატფორმას სთავაზობს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა დღეს, 9 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ “ნამახვანჰესის” საკითხთან დაკავშირებით ორივე დაპირისპირებულ მხარეს ძლიერი არგუმენტები აქვს, რომელთა გათვალისწინებას და შეჯერებასაც ის უალტერნატიოდ მიიჩნეევს. “ეკონომიკასთან დაკავშირებლ საკითხებზეც ვხდებით საზოგადოების მხრიდან დაპირისპირებულ პოზიციებს. ასეთი მაგალითის ვხვდებით “ნამახვანჰესთან” ...

Read More »

სვანეთში გადამცემი ხაზის „კავკასიონის“ დაზიანების გამო აფხაზეთში ელექტრომომარაგება შეეზღუდათ

სვანეთში, ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ ავარიულად გამორთვის გამო აფხაზეთში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ. კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი ჭუბერის უღელტეხილთან დაზიანდა – სადენებს ზვავისგან მოგლეჯილი ხეები დაეცა. 6 აპრილს „ჩერნომორენერგომ“ Facebook-ზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ავარიის შედეგად აფხაზეთის ენერგოსისტემაში დაახლოებით 100 მეგავატის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდებას სამ საათში ერთხელ ერთი საათით უზღუდავენ. „ჩერნომორენერგოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო სამსახურები დღის განმავლობაში ავარიის ...

Read More »

საკითხს, რომ ნამახვანჰესი არ აშენდეს, არ განვიხილავთ

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვანჰესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება, ოღონდ მას შემდეგ, რაც მის უსაფრთხოებაში ყველა დარწმუნდება. მისივე თქმით, თუ იქნება წინადადებები, რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად, ინვესტორი მზად არის დამატებითი ხარჯი გაიღოს. “პროექტი არ გადადებულა, ის განხორციელდება. რაც შეეხება კაშხალს, რომელიც არის ყველაზე კრიტიკული ნაგებობა, აშენდება მას შემდეგ, რაც მოხდება დასკვნების გადამოწმება. აშენდება კაშხალი, მაგრამ აშენდება როდესაც ყველა ...

Read More »

„შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის მეშვეობით, საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას შეიძენს“

გახდება თუ არა შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი ახალი ბაქო -თბილისი – ჯეიჰანი და მისი მეშვეობით შეიძენს თუ არა საქართველო ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქციას? – ამ თემაზე „კომერსანტი – LIVE-ს“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ესაუბრა. – ახლახანს ცნობილი გახდა, რომ მსოფლიო ბანკმა  მზადყოფნა განაცხადა დააფინანსოს სრული კვლევა – ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა პროექტისა, რომელიც  შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელისმშენებლობას ითვალისწინებს. რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ეს – რამდენად ნიშნავს, რომ შავი ...

Read More »
ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

განახლებადი ენერგიის ლიდერები აშშ და ჩინეთი არიან

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო Irena-ს თანახმად, გასულ წელს, ჩინეთსა და აშშ-ში ინვესტიციების წყალობით, განახლებადი ენერგიის რეკორდული რაოდენობის სიმძლავრეები შეიქმნა. აბუ დაბიში დაფუძნებული Irena ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები,  ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის სახით, 2020 წელს ელექტროენერგიის ახალი სიმძლავრეების 82%-ს შეადგენდა. ჩინეთმა არსებულ სიმძლავრეებს 136 გიგავატი დაამატა, რაც ესპანეთის ელექტროენერგიის მთლიან წარმოებას უტოლდება. ”ეს ციფრები შესანიშნავ ამბავს მოგვითხრობს. მიუხედავად რთული პერიოდისა, ...

Read More »

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაიდო“

ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიამ სამშენებლო გრაფიკში ცვლილებები შეიტანა, რის მიხედვითაც კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადავადდა. „ჩვენ ცვლილება შევიტანეთ ჩვენს სამშენებლო გრაფიკში და სხვადასხვა უბნებზე მშენებლობის ვადები გადავანაცვლეთ – მაგალითად, ჯერ ავაშენებთ საგზაო ინფრასტრუქტურას და მხოლოდ კვლევების ვალიდაციის შემდეგ შევიტანთ დოკუმენტაციას კაშხლის მშენებლობის უფლების მოსაპოვებლად. შედეგად, კაშხლის მშენებლობა 2022 წლისთვის გადაინაცვლებს. ვისაც მსგავსი მასშტაბური პროექტები განუხორციელებია, სწორად ...

Read More »

გერმანიაში მფრინავი ელექტროტაქსის მოდელი შექმნეს

გერმანულმა კომპანია Lilium მფრინავი ტაქსის eVTOL-ის 7-ადგილიანი მოდელი წარადგინა. ამ მოდელის წარმოებაში ჩაშვება 2024 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ techcult წერს. მფრინავი ელექტროტაქსის მოდელზე კომპანიამ მუშაობა 2018 წელს დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი EASA-ს სერტიფიკატი მიიღო. eVTOL-ის სიჩქარე საათში 280 კილომეტრი იქნება. მფრინავი ელექტროტაქსი 3 000 მეტრის სიმაღლეზე გადაადგილდება.

Read More »