Tag Archives: #ელექტროსისტემა

თურნავა – საყოველთაო გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება

საყოველთაო ინტერნეტიზაცია, გაზიფიცირება და უშუქო სოფლების ელექტრიფიკაციის პროგრამების სამომავლო განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას. მინისტრობის კანდიდატის ინფორმაციით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომლის საპილოტე ეტაპიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება, მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით 1000-მდე დასახლებული პუნქტი შეძლებს, მიიღოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. 2022 წლიდან ასევე სამი წლით გაგრძელდება გაზიფიცირების ...

Read More »

თურნავა: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან მალე გამოვა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სამთავრობო ანგარუიშის არდგენისს განაცხადა. მინისტრობის კანდიდატმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელიც 2021 წელს სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით იგეგმება. „2019-2020 წლებში სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით ბევრი ახალი ინიციატივა განხორციელდა. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც გაცილებით უკეთ განიკარგება კერძო ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ვარჯიში ჩატარდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ასევე „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგური 1-2“-ის, „ენგურჰესის“, „ხრამჰესი-1,2“-ის, „ვარციხეჰესის კასკადის“, „საქართველოს გაერთიანებული კორპორაციის“ და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებმა. პანდემიიდან გამომდინარე, ნავთლუღის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ მხოლოდ დისპეტჩერები, დანარჩენმა მონაწილეებმა სასისტემო ვარჯიშში მონაწილეობა დისტანციურად, პროგრამა webex-ის საშუალებით მიიღეს.ავარიული ვარჯიში ...

Read More »

სემეკმა ელექტროენერგიის მწარმოებლებს ახალი ტარიფები და საფასურები დაუდგინა

სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურებისათვის დაადგინა 3-წლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის, ერთ წლიან რეგულირების პერიოდზე. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან. სემეკის ინფორმაციით, შპს „ენგურჰესისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 1.857თეთრი/კვტსთ-ით. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 1.358 თეთრი/კვტსთ. შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფმა შეადგინა 2.565 თეთრი/კვტსთ. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია ...

Read More »

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ დაასრულა მონაცემთა შეგროვების სისტემის განახლება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა”-მ დაასრულა დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის (SCADA) განახლების პროექტი, რომელიც დისტანციური მართვის პროცესების დახვეწას და, ამ მიმართულებით, განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადასვლას ითვალისწინებდა.SCADA-ს სისტემის განახლება „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კონტრაქტორი ფირმის SIEMENS Aktiengesellschaft Oesterreich უშუალო მონაწილეობითა და საკონსულტაციო კომპანიის PWC – PricewaterhouseCoopers Georgia LLC-ის ზედამხედველობით განხორციელდა.პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა SCADA-ს პროგრამული ...

Read More »