სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურებისათვის დაადგინა 3-წლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის, ერთ წლიან რეგულირების პერიოდზე. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.
სემეკის ინფორმაციით, შპს „ენგურჰესისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 1.857თეთრი/კვტსთ-ით. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 1.358 თეთრი/კვტსთ. შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფმა შეადგინა 2.565 თეთრი/კვტსთ. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტსთ. 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დადგინდა სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის – რიონჰესი, ლაჯანურჰესი, ძევრულჰესი და გუმათჰესების კასკადისთვის: „რიონჰესის“ ახალი ტარიფი განისაზღვრა 1.436 თეთრი/კვტსთ-ით, ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 4.060 თეთრი/კვტსთ; „გუმათჰესის“ ახალი ტარიფია 2.494 თეთრი/კვტსთ, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფი შეადგენს 2.209 თეთრი/კვტსთ-ს;„ლაჯანურჰესისთვის“ ახალი ტარიფი შეადგენს 2.768 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.679 თეთრი/კვტსთ; „ძევრულჰესის“ ახალი ტარიფია 4.653 თეთრი/კვტსთ, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.986 თეთრი/კვტსთ.
თბოელექტროსადგურებისთვის განისაზღვრა გარანტირებული სიმძლავრის საფასურები, რომელთა მოქმედების ვადაა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი:
შპს „ჯიფაუერისთვის“ – 40.585 ლარი/დღეზე. ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია – 47.898 ლარი/დღეზე;
შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ – 423.024 ლარი/დღეზე. ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია – 404.214 ლარი/დღეზე;
შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (N9 ბლოკი) – 69.649 ლარი/დღეზე, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია 77.330 ლარი/დღეზე; შპს „საქართველოს გაერთიანებული ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული N3 ბლოკისთვის გარანტირებული სიმძლავრის ახალმა საფასურმა შეადგინა 21.635 ლარი/დღეზე. მოქმედი საფასურია 25.159 ლარი/დღეზე; N4 ბლოკისთვის ახალი საფასურია – 23.594 ლარი/დღეზე, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია – 27.444 ლარი/დღეზე.