„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ვარჯიში ჩატარდა

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში მორიგი სასისტემო ავარიული ვარჯიში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დისპეტჩერებმა და მორიგე ოპერატიულმა პერსონალმა, ასევე „თელასის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გარდაბნის თბოსადგური 1-2“-ის, „ენგურჰესის“, „ხრამჰესი-1,2“-ის, „ვარციხეჰესის კასკადის“, „საქართველოს გაერთიანებული კორპორაციის“ და სხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების თანამშრომლებმა.

პანდემიიდან გამომდინარე, ნავთლუღის სასწავლო ცენტრში იმყოფებოდნენ მხოლოდ დისპეტჩერები, დანარჩენმა მონაწილეებმა სასისტემო ვარჯიშში მონაწილეობა დისტანციურად, პროგრამა webex-ის საშუალებით მიიღეს.ავარიული ვარჯიში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” სასწავლო ცენტრში ყოველკვარტალურად ტარდება და ენერგეტიკული ორგანიზაციების პერსონალის კოორდინირებული მუშაობის უნარების გამომუშავებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

Leave a Reply