Tag Archives: #ჰესი

ლომინაძე: ნამახვანჰესი იქნება ტურისტული ადგილი

“ჩვენთან არა ერთხელ განვაცხადეთ თუ რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება უკვე ოპერირებად ჰესზე, თუ რა პროექტები განხორციელდება ტურიზმის ინფრასტრუქტურით, კერძოდ ვგულისხმობ მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების საგრანტო პროგრამებს, ვგულისხმობ სოფლის მეურნეობის პროგრამებს, ვფიქრობთ კულტურული ცენტრების გახსნას ჰესის გარშემო. ძალიან ბევრმა არ იცის ის დიდი ღვაწლი, რომელიც ხეობამ ქვეყანას მოუტანა. მრავალი ღვაწლმოსილი ადამიანი გახლდათ ამ ხეობიდან. ამ პროექტით ამ ხეობას ახალ სიცოცხლეს ...

Read More »

ხატია წილოსანი: ყველა რეალური არგუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰესის მშენებლობასთან, ამოწურულია

ყველა რეალური არგუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ჰესის მშენებლობასთან, შემიძლია გითხრათ, რომ ამოწურულია. საუბარი იმაზე, რომ ჰესი არ უნდა აშენდეს, გაჩერდეს ყველანაირი სამუშაოები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება საუბარი – არასწორია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ხატია წილოსანმა „ქრონიკას“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე საუბრისას განუცხადა. მისი თქმით, ხეობაში მცხოვრებლებს კომპენსაცია უკვე აღებული აქვთ. ...

Read More »

თურნავა: მზად ვართ დიალოგისთვის

“ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის და ეს დიალოგი აუცილებლად გაიმართება პროფესიულ საწყისებზე. დიალოგისთვის საჭიროა ორი მხარე. პირველ რიგში, უნდა მოიხსნას ულტიმატუმები, ჩვენი მხრიდანაც მოხსნილია ბევრი საკითხი და ბევრი დათმობაა. ნამახვანს გასცდა ახლა ეს და როდესაც საუბარია, რომ ზოგადად, ჰესების მშენებლობაზე გამოვაცხადოთ მორატორიუმი – 3-5 წელი დასახელდა და ვიმსჯელოთ ერთად ენერგეტიკულ პოლიტიკაზე. ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ, მაგრამ იმ დაშვებით, რომ მეორე მხარეც, ...

Read More »

ბუნებრივია, გვერჩივნა დიალოგის მაგიდასთან დაჯდომა, ვინაიდან ხელისუფლებამ ჩაშალა ეს შესაძლებლობა, მოგვიწია ქუჩის აქციების გზით წასვლა

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დიალოგზე მუდმივად მზად არიან და ხელისუფლებას მოუწოდეს, საკომუნკაციოდ ჯანსაღი გარემო შექმნილიყო. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებამ დიალოგის შესაძლებლობა ჩაშალა. ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ქუჩის აქციების გარდა, არ დარჩათ სხვა ბერკეტი, აიძულონ ხელისუფლება, კომუნიკაციაზე წავიდეს. „ჩვენ ვცდილობთ, რომ დაწყების დღიდან პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიალოგთან დაკავშირებით იგივეს ვამბობთ. მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ დიალოგზე და მოვუწოდებდით ხელისუფლებას, რომ ...

Read More »

„ენკა“: მოვუწოდებთ აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია, მზად ვართ საქმიანი დიალოგისთვის

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ გუმათის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ნებისმიერი აქტივობა ხორციელდება მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით. მათივე განმარტებით, შემაშფოთებელია, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტში დასაქმებული ადამიანები მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. „კომპანია „ენკა რინიუებლზ“ კიდევ ერთხელ ეხმიანება გუმათის ხეობაში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, ...

Read More »

ზურაბ ნოღაიდელი: ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა ჰესი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

„საქართველოში, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ზრდა არ იქნება საკმარისი. ეს ზრდა მხოლოდ მოსახლეობის 40% -ის მდგომარეობას გააუმჯობესებს და 60%-ისას კი გააუარესებს“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა. ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ამ 60%-ის გარკვეულმა ნაწილი იფიქრებს ქვეყნის დატოვებაზე, უცხოეთში გადახვეწასა და იქ მუშაობაზე იფიქროს. „ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ...

Read More »

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ამ დროისთვის სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეებმა შეკრება დილის 05:00 საათიდან დაიწყეს. გუშინ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, დილიდან შეკრებილიყვნენ, რათა კომპანია „ენკას“ სამშენებლო ტექნიკისა და მომუშავე პერსონალისთვის რიონის ხეობაში გადაადგილების საშუალება არ მიეცათ. „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. სოფელ გუმათში სამშენებლო ტექნიკა და მუშები არ გამოჩენილან.

Read More »

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

გუ­მათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და “ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის” მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რკი­ნის ჯე­ბირს აწ­ვე­ბოდ­ნენ და ცდი­ლობ­დნენ ბა­რი­კა­დე­ბის გა­და­ყი­რა­ვე­ბას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც პო­ლი­ცი­ამ არ მის­ცა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე აქტვისტს ვერ პო­უ­ლო­ბენ და პო­ლი­ცი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, ნუ შე­იყ­ვანს ჩიხ­ში იმ ვი­თა­რე­ბას, რაც ხე­ო­ბა­ში „ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა. ის რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში აღ­მარ­თუ­ლი ბა­რი­კა­დე­ბის აღე­ბას მო­ი­თხოვს. მისი თქმით, ...

Read More »

ჰესი და ქართული საზოგადოება

იმის მიუხედავად, რომ ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაინც ვთვლი, რომ მათი აქცია შეიძლება სასარგებლო სოციალურ და პოლიტიკურ გამოცდილებად გარდაიქმნას. ვერ ვამტკიცებ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე ვისწავლეთ თუ არა, მაგრამ იმედი მაქვს, ბევრმა ადამიანმა თავს რაღაც შეკითხვები ცოტა სხვანაირად დაუსვა და რაღაცას სხვა თვალით შეხედა.  აშენდეს თუ არა ჰესები? ერთ შედეგს იმაში ვხედავ, რომ განათლებულ საზოგადოებაში რამდენადმე ნაკლებ ...

Read More »

ხატია წილოსანი: „ნამახვანჰესის“ პროექტში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ყველა რისკი

არის რამდენიმე მითი „ნამახვანჰესის“ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის სამი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განაცხადა. „მე პირადად ემოციური კავშირი მაქვს მეღვინეობის სექტორთან, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ღვინის ეროვნული სააგენტოს კურატორი ვიყავი და ბევრი კითხვა, რომელიც დაკავშირებული იყო ჰესთან და „ტვიშის“ ...

Read More »