“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

გუ­მათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­სა და “ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის” მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს შო­რის კი­დევ ერთი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რკი­ნის ჯე­ბირს აწ­ვე­ბოდ­ნენ და ცდი­ლობ­დნენ ბა­რი­კა­დე­ბის გა­და­ყი­რა­ვე­ბას, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც პო­ლი­ცი­ამ არ მის­ცა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რამ­დე­ნი­მე აქტვისტს ვერ პო­უ­ლო­ბენ და პო­ლი­ცი­ას მო­უ­წო­დე­ბენ, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს.

ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­დებს, ნუ შე­იყ­ვანს ჩიხ­ში იმ ვი­თა­რე­ბას, რაც ხე­ო­ბა­ში „ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან“ და­კავ­ში­რე­ბით შე­იქ­მნა.

ის რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში აღ­მარ­თუ­ლი ბა­რი­კა­დე­ბის აღე­ბას მო­ი­თხოვს.

მისი თქმით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი პრო­ტესტს მშვი­დო­ბი­ა­ნი ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ და ისი­ნი კა­ნონს არ არ­ღვე­ვენ.

„მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ხე­დავს ახლა რა უსა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში ამ ბა­რი­კა­დე­ბის სა­ხით. ჩვე­ნი სახ­ლე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაა, ამი­ტომ, გზის გა­და­კეტვის უფ­ლე­ბა არა­ვის აქვს, ეს არის ჩვე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა. მო­ვუ­წო­დებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი. ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბით პირ­ველ რიგ­ში, ბა­რი­კა­დის აღე­ბას ვგუ­ლის­ხმობ, არ შე­იძ­ლე­ბა ის, რაც დღეს ხდე­ბა. ჯე­ბი­რი უკა­ნო­ნოდ არის აღ­მარ­თუ­ლი. არა­ვის ეგო­ნოს, რომ ვინ­მე კა­ნონს არ­ღვევს, თუნ­დაც იმის მცდე­ლო­ბით, რომ ხელს უტყამს და აჯან­ჯღა­რებს ბა­რი­კადს. ბა­რი­კა­დი უკა­ნო­ნოდ დევს, ამი­ტომ უნდა აი­ღონ. ჩვენ ვცდი­ლობთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ვიყ­ვა­ნოთ გონს, რომ ადეკ­ვა­ტუ­რად იმოქ­მე­დოს. ნუ შე­იყ­ვანს ჩიხ­ში იმ ვი­თა­რე­ბას, რაც აქ არის“, – გა­ნა­ცხა­და გო­ლე­თი­ან­მა.

სო­ფელ გუ­ამთში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლია უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი. მა­ნამ­დე, „რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი“ ტყის ბი­ლი­კით შე­ე­ცად­ნენ ხე­ო­ბა­ში მოხ­ვედ­რას. ად­გილ­ზე მცი­რე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც მოხ­და.

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა, ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ბრძო­ლა ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ვიდ­რე, ხე­ო­ბა­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­წყდე­ბა.

Leave a Reply