Tag Archives: #ბიტკოინი

ბიტკოინის მაინერების მოგება დღეში 40 მილიონ დოლარს აღწევს

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდის ფონზე, ბიტკოინის მაინერების მოგება დღეში 40 მილიონ დოლარს აღწევს. Glassnode-ს ცნობით, მაინერების შემოსავალი 275%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ მაინერებისთვის რეკორდული შემოსავალი (დღეში 60 მილიონი აშშ დოლარი) დაფიქსირდა მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც ბიტკოინის ღირებულება ყველაზე მაღალი იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

საერთაშორისო სავალუტო ფონდი კრიპტოვალუტების რეგულირების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) კრიპტოვალუტის ინდუსტრიის რეგულირების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს, რადგან მისი ზრდა “ფინანსურ სტაბილურობას უამრავ პრობლემას და რისკს უქმნის”. საერთაშორისო სავალუტო ფონდში თვლიან, რომ ინდუსტრიის ბევრ წარმომადგენელს ეფექტური მართვის მეთოდები და რისკების მართვის პრაქტიკა არ აქვს. “კრიპტოაქტივების (ფსევდო) ანონიმურობა ასევე ქმნის მონაცემთა ხარვეზებს მარეგულირებლებისთვის და ამან, შესაძლოა, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებისათვის არასასურველი კარი გახსნას. გარდა ამისა, კრიპტოეკოსისტემა სხვადასხვა ...

Read More »

მასკი „ტესლას“ ბიტკოინებზე გაყიდვის განახლებას არ გამორიცხავს

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „ტესლამ“ შესაძლოა, ბიტკოინზე გაყიდვები განაახლოს. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი ამბობს, ამისთვის საჭიროა, რომ ბიტკოინის მოპოვება უფრო ეკოლოგიური გახდეს. „ახლა უფრო წინდახედული ვიქნები და ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ბიტკოინის მაინინგზე (მოპოვებაზე) დახარჯულ ელექტროენერგიიდან, განახლებადი ენერგიის პროცენტული მაჩვენებელი, 50 პროცენტი, ან მეტი იყოს. და თუ ამ წილს მზარდი ტენდენცია ექნება, მაშინ „ტესლა“ გაყიდვისას, ბიტკოინების მიღებას განაახლებს“, ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ბიტკოინის ღირებულება 5%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ღირებულება  27 სექტემბერს მოიპოვა 5.35%-ით გაიზარდა. Coindesk-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ღირებულება 43,849 აშშ დოლარია. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. ჩინეთში ბიტკოინის მაინინგი და მოხმარება სრულად აიკრძალა. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ ...

Read More »

ჩინეთში კრიპტოვალუტით ფინანსური ოპერაციები აიკრძალა

დღეიდან ჩინეთში ბიტკოინით და სხვა კრიპტოვალუტით განხორციელებული ყველა ფინანსური ოპერაცია უკანონოა. ამის შესახებ DW (დოიჩე ველე) წერს. გამოცემა ჩინეთის სახალხო ბანკზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვინც კრიპტოვალუტით ფინანსურ ოპერაციას განახორციელებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩინეთის სახალხო ბანკმა (ცენტრალური ბანკი) შესაბამისი დადგენილება 24 სექტემბერს გამოსცა. ამასთან, აიკრძალა ციფრული აქტივების გაყიდვა და ოპერაციები კრიპტოვალუტით. ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცახდების შემდეგ, ბიტკოინი ერთბაშად $3 000 გაუფაურდა და კრიპტპვალუტის ღირებულებამ $42,5 ათასი ...

Read More »

ბიტკოინის ფასი ეცემა

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება გასული 24 საათის განმავლობაში 6.66%-ით დაეცა. ამ დროისათვის, ბლოკჩეინი 42,650.40 აშშ დოლარად ივაჭრება. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »

კინოთეატრების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი კრიპტოვალუტას მიიღებს

კინოთეატრების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი AMC Entertainment-ი გადახდისას რამდენიმე სახის კრიპტოვალუტის მიღებას დაიწყებს. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის ხელმძღვანელი ადამ არონი წერს. „კრიპტოვალუტის ენთუზიასტებო, თქვენ ალბათ იცით, რომ 2021 წლის ბოლოსთვის AMC-ის კინოთეატრები ბიტკოინებს მიიღებენ. დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე შეეხება Ethereum-ს, Litecoin-სა და Bitcoin Cash-ს“- წერს ადამ არონი.

Read More »

სალვადორში Starbucks-ი, Pizza Hut-ი და McDonald’s-ი ბიტკოინით გადახდებს იღებენ

სალვადორში საკვებისა და სასმელების ფრენჩაიზები, მათ შორის Starbucks-ი და Pizza Hut-ი გადახდებს ბიტკოინში იღებენ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ კრიპტოვალუტა სრულად მიიღო. Twitter-ის მომხმარებლებმა ასევე განაცხადეს, რომ მათ McDonald’s-შიც შეძლეს საუზმისთვის ბიტკოინით გადახდა. ცენტრალური ამერიკის ქვეყანაში ბიტკოინი ლეგალურ ფულად სამშაბათს მიიღეს. ბიზნესი ვალდებულია მიიღოს ბიტკოინი საქონლისა და მომსახურების სანაცვლოდ, თუმცა ვაჭრები, რომლებიც ტექნოლოგიური მიზეზების გამო ვერ იღებენ ელექტრონულ ვალუტას, კანონისგან თავისუფლდებიან. წყარო: ...

Read More »

რა მოცულობის ელექტროენერგია იხარჯება მსოფლიოში ბიტკოინის გამომუშავებაზე

Bitcoin-ის მოპოვებისას გამოყენებული ენერგიის მოცულობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დაახლოებით ათჯერ, 91 ტერავატი/სთ-მდე გაიზარდა. ეს კი მსოფლიოში მოხმარებული ელექტროენერგიის 0.5 პროცენტს შეადგენს. Bitcoin-ის გამომუშავებით გამოწვეული ზემოქმედება გარემოზე, მრავალი წელია კრიტიკას იმსახურებს. ციფრული ვალუტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ ამდენი ბუნებრივი რესურსის ხარჯვა აღნიშნულ ინდუსტრიაში არ ღირს. როგორც businessinsider წერს, არსებობს მოლოდინი, რომ ელექტროენერგიის მოხმარება გაიზრდება. ბიტკოინი ახლა დაახლოებით, 50,000 დოლარი ღირს, რაც გასულ წელთან ...

Read More »

მას შემდეგ რაც სალვადორმა ბიტკოინი გადახდის ოფიციალური საშუალებად მიიღო, მისი ღრებულება ერთ დღეში 11%-ით დაეცა

CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება გასული 24 საათის განმავლობაში 11.00%-ით დაეცა. ამ დროისათვის, ბლოკჩეინი 45,638.36 აშშ დოლარად ივაჭრება. ყველაზე მაღალი ბიტკოინის ღირებულება მიმდინარე წლის აპრილში იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია. კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

Read More »