მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდის ფონზე, ბიტკოინის მაინერების მოგება დღეში 40 მილიონ დოლარს აღწევს.
Glassnode-ს ცნობით, მაინერების შემოსავალი 275%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მაინერებისთვის რეკორდული შემოსავალი (დღეში 60 მილიონი აშშ დოლარი) დაფიქსირდა მიმდინარე წლის აპრილში, როდესაც ბიტკოინის ღირებულება ყველაზე მაღალი იყო. მან მაქსიმალურ ღირებულებას, 64,829.14 აშშ დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულებამ 2.157 ტრილიონ დოლარს მიაღწია.