კინოთეატრების მსოფლიოში უმსხვილესი ქსელი AMC Entertainment-ი გადახდისას რამდენიმე სახის კრიპტოვალუტის მიღებას დაიწყებს. ამის შესახებ Twitter-ზე კომპანიის ხელმძღვანელი ადამ არონი წერს.
„კრიპტოვალუტის ენთუზიასტებო, თქვენ ალბათ იცით, რომ 2021 წლის ბოლოსთვის AMC-ის კინოთეატრები ბიტკოინებს მიიღებენ. დღეს შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე შეეხება Ethereum-ს, Litecoin-სა და Bitcoin Cash-ს“- წერს ადამ არონი.