Tag Archives: #ფასი

ბიტკოინის ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ბიტკოინის ფასი  ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. კრიპტოვალუტის ღირებულება $47,000-დან (£34,700) ამ კვირის დასაწყისში 42,000 აშშ დოლარზე (31,000 £) დაეცა. როგორც მედია იუწყება, ამ ფაქტის გამომწვევი ერთეთი მიზეზი ყაზახეთში განვითარებული მოვლენებია, რადგან სწორედ ამ ქვეყანაში ხდება ბიტკოინის უზარმაზარი ოდენობის მაინინგი. ვარაუდობენ, რომ ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა შესაძლოა უფრო ადრე გაზარდოს საპროცენტო განაკვეთები, ვიდრე ზოგიერთი ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 8%-ით შემცირდა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება სავაჭრო დღის გახსნისათვის დადგენილ ნიშნულთან შედარებით 7,8%-ით შემცირდა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 203 აშშ დოლარამდე დაეცა. შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს ბუნებრივი გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. გაზის ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელსა და აშშ-დან თხევადი გაზის მიწოდებას უკავშირებენ.  

Read More »

ენერგიის ფასების ზრდის გამო ევროპაში ინფლაციის დონემ 24 წლის მაქსიმუმს მიაღწია

ევროსტატის ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ევროპაში სამომხმარებლო ფასები1997 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდება. მათი ინფორმაციით, ევროპის იმ 19 ქვეყანაში, რომლებიც ევროზონის ქვეყნებს  წარმოადგენენ, მათ შორის ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი იტალია, ესპანეთი,  ნოემბრის თვეში წლიურმა ინფლაციამ 4.9%–ს მიაღწია, რაც ევროზონის ქვეყნებისათვის საგანგაშო მაჩვენებელია. მას შემდეგ რაც ევროკავშირმა მონაცემების შეგროვება დაიწყო, ეს ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 1997 ...

Read More »

ბენზინი ბოლო ერთ წელში 44,7%-ით გაძვირდა

ნოემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, ბენზინის ფასი 44,7%-ით გაიზარდა — ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. გარდა ამისა, 40,4%-ით არის გაძვირებული დიზელის საწვავიც. ამასთან, აღანიშნავია, რომ როგორც ბენზინის, ისე დიზელის ტიპის საწვავი ნოემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტს შორის შედის. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სუპერის ტიპის საწვავი საშუალოდ 3,4 ლარი ღირს, ხოლო დიზელის ტიპის საწვავი საშუალოდ — 3,14 ლარი. ...

Read More »

„საწვავის ფასის დაწევის ყველაზე სწარფი და მარტივი გზა”

საწვავის გაიაფების გზების შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „საწვავის ფასის დაწევის ყველაზე სწარფი და მარტივი გზა: გაუქმდეს საწვავზე აქციზის გადასახადი. ამით სახელმწიფო ბიუჯეტს მოაკლდება საშუალოდ 800 000 000 ლარი. აქციზის გადასახადის გაუქმებით ერთი ლიტრი საწვავი საშუალოდ გაიაფდება 70 თეთრით. როგორ უნდა მოხდეს დანაკლისის კომპენსირება ბიუჯეტში ? ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ყოველწლიურად მთავრობის დაქირავება გვიჯდება ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური?

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ სემეკი წელს სამომხმარებლო ტარიფს გადახედავს. ნარმანიას თქმით, ამის მიზეზი ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობის იურიდიულ დონეზე გაყოფაა, რის შედეგადაც დღეს თბილისში ელექტროენერგიას მოსახლეობას “თელასის” ნაცვლად, კომპანია “თელმიკო” აწვის, რეგიონებს კი “ენერგო-პრო ჯორჯიას” ნაცვლად – “ეპი ჯორჯია”. სემეკის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ტარიფის არსებითი ზრდა მოსალოდნელი არ არის, რადგან მოქმედ ტარიფში უკვე ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასების ზრდას ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა

ბოლო კვირებში ევროპის ქვეყნებში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის შესახებ BBC იუწყება. ამის შედეგად გაზზე ფასმა მოიმატა, რამაც დიდ ბრიტანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში, კვების მრეწველობაზე და სხვა სფეროებზე გავლენა მოახდინა. ასევე, ამ ფაქტს ევროპის სახელმწიფოებში ელექტროენერგიაზე ფასის მატება მოჰყვა. მთავრობა მომხმარებლებისთვის დახმარების აღმოჩენას ცდილობს. კრიზისმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სირთულეები, რაც ენერგიის განახლებულ წყაროებზე გადასვლასთან არის დაკავშირებული. ესპანეთში ბოლო რამდენიმე თვეში ...

Read More »

გაზზე რეკორდული ფასების გამო, ევროპამ წარმოების შემცირება დაიწყო

ევროპაში გაზზე რეკორდულად მაღალმა ფასებმა, რომელმაც სექტემბერში ათას კუბურ მეტრზე თითქმის 1000 აშშ დოლარს მიაღწია, აიძულა ზოგიერთი კომპანია წარმოების შემცირება დაიწყოს. როგორც Bloomberg იტყობინება, CF Industries-მა, ამერიკულმა სასუქების უმსხვილესმა მწარმოებელმა, დახურა ორი ქარხანა დიდ ბრიტანეთში. ამავე სპეციალობის ნორვეგიულმა კომპანიამ Yara International ASA-მ განაცხადა, რომ ამცირებს ამიაკის წარმოებას და განმარტავს, რომ იგი იძულებული გახდა გადაედგა აღნიშნული ნაბიჯი გაზის რეკორდულად მაღალი ფასების ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

ევროპაში გაზის ფასი 800 დოლარიან ნიშნულზე დაფიქსირდა

ევროპაში გაზის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 800 აშშ დოლარს მცირედით გადააჭარბა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემები. შესაბამისად, ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 803 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის საგანგაშოდ მაღალმა ღირებულებამ უკვე გამოიწვია დიდ ბრიტანეთში ორი ქარხნის დახურვა.  

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში გაზის ფასმა მკვეთრი ვარდნა განიცადა – $970-დან $781,5-მდე

ლონდონის ICE საფონდო ბირჟის მონაცემებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა, მას შემდეგ რაც ღირებულებამ თითქმის 970 აშშ დოლარს მიაღწია. ოქტომბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ასევე მკვეთრად შემცირდა – 796 აშშ დოლარი ათას კუბურ მეტრზე. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე$ 964 მიაღწია, რაც ისტორიულ რეკორდად იქცა.

Read More »