ევროპაში გაზის ფიუჩერსების ღირებულება სავაჭრო დღის გახსნისათვის დადგენილ ნიშნულთან შედარებით 7,8%-ით შემცირდა.
გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 203 აშშ დოლარამდე დაეცა.
შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს ბუნებრივი გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა.
გაზის ფასის ასეთ მკვეთრ ვარდნას ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელსა და აშშ-დან თხევადი გაზის მიწოდებას უკავშირებენ.