Tag Archives: #რუსეთი

რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მეტი თანხა მიიღო, ვიდრე ომზე დახარჯა

გერმანული გამოცემა „შპიგელის“ ცნობით, რუსეთმა ენერგომატარებლების გაყიდვიდან მეტი მიიღო, ვიდრე ომზე დახარჯა. ამის შესახებ გერმანული მედიასაშუალება ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ფინური ცენტრის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთის მიერ წიაღისეული ენერგიის გაყიდვიდან მიღებული მოგება 158 მილიარდ ევროს შეადგენდა. თავის მხრივ, ომის ხარჯები 100 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. ანალიზში შეფასებულია 24 თებერვლიდან 24 ...

Read More »

გაზის უმსხვილესმა გერმანულმა იმპორტიორმა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდა

გაზის უმსხვილესმა გერმანულმა იმპორტიორმა, კომპანია Uniper-მა განაცხადა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება შეწყდა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ გერმანიის სახელმწიფო ბანკის მიერ უზრუნველყოფილ საკრედიტო ხაზს იყენებენ, რომელიც მოხმარდება სხვა მომწოდებლებისგან გაზის მოცულობის შესყიდვას. გასულ კვირას კომპანიამ გერმანიის მთავრობისგან დამატებით 4 მილიარდი ევროს სესხი აიღო აღნიშნული მიზნებისათვის. მანამდე კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები მანამ შენარჩუნდება, სანამ არ მოიხსნება სანქციები, ...

Read More »

უკრაინა ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს

უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის რუსეთისგან ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვს. ამ თემაზე ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ზე ისაუბრა. ვერეშჩუკის ინფორმაციით, მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან მშვიდობიან მოსახლეობას რაც შეიძლება მალე სურს ევაკუაცია. მისივე თქმით, ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია დაბომბვის გამო. “ხალხი მასობრივად მოგვმართავს დახმარებისთვის. ისინი ცდილობენ დატოვონ სახიფათო ტერიტორია. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთის ფედერაციას მოთხოვნით, უზრუნველყოს ...

Read More »

მაკრონი: საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთი ელექტროენერგიის სანაცვლოდ გერმანიას გაზს მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთი ელექტროენერგიის სანაცვლოდ გერმანიას გაზს მიაწვდის. „ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ გერმანიას გაზის გეგმასთან დაკავშირებით, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საჭიროა დარწმუნება, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ მოხდება და ფასები მაქსიმალურად კარგად გაკონტროლდება.

Read More »

ოკუპანტებმა კრივი-რიჰში ნავთობბაზა დაბომბეს

უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰში, ნავთობის საცავი იწვის – ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა. “ძლიერი ხანძარია ნავთობის საცავში. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ნგრევის მასშტაბები და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება”, – წერს რეზნიჩენკო. მანამდე კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა და ხალხს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდა.

Read More »

დიმიტრი პესკოვი: ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება სანქციებთან არის დაკავშირებული

დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეჩერება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან არის დაკავშირებული. აღნიშნულის შესახებ, კრემლის პრეს-სპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა. „თქვენ იცით, რომ პრობლემები დატუმბვასთან დაკავშირებით წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ჩვენი ქვეყნის და რიგი კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, მათ შორის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. სხვა მიზეზები, რომლებიც დატუმბვის პრობლემებს გამოიწვევდა, არ არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციებმა ვითარება იქამდე მიიყვანა, ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე IAEA-ს 2 წარმომადგენელი დარჩა

5 სექტემბერს IAEA-ს ინსპექტირების ჯგუფის ექვსი წარმომადგენლიდან ოთხმა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობა დაასრულა. მოსალოდნელია, რომ ობიექტზე ორი ექსპერტი დარჩება. ინფორმაციას „ენერგოატომი“ავრცელებს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 12-კაციანი ჯგუფიდან, რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ექვსი ექსპერტი დარჩა. სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიზიტის შედეგებიპარასკევს საღამოს, უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, ვენის აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა. რაფაელ გროსის თქმით, უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ...

Read More »

უკრაინამ „როსატომს“ სანქციები დაუწესა

უკრაინამ 700-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქიები დაუწესა. სანქციები შეეხო Rosatom-საც. უკრაინული მხარის განმარტებით, გადაწყვეტილება ზაპოროჟეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების სიტუაციის ფონზე მიიღეს. რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მარტში დააიკავეს. უკრაინული მხარის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურის ტერიტორიაზე რუსეთის ატომური ენერგიის მიმწოდებლის თანამშრომლებიც იმყოფებიან.

Read More »

თეთრი სახლი – რუსულ ნავთობზე ფასის გლობალური შეზღუდვა მნიშვნელოვნად შეამცირებს საომარი ბიუჯეტისთვის პუტინის შემოსავლის წყაროს

რუსულ ნავთობზე ფასის გლობალური შეზღუდვა უკრაინაში მნიშვნელოვნად შეამცირებს პუტინის შემოსავლის წყაროს მისი საომარი ბიუჯეტისთვის, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების გადაწყვეტილება ასევე უზრუნველყოფს, რომ ნავთობი ენერგობაზარზე უფრო დაბალ ფასად მოხვდეს. „ნავთობის გლობალური ფასის ზედა ზღვარი დაგვეხმარება ჩვენ ორი მიზნის მიღწევაში. პირველი – მნიშვნელოვნად შეამცირებს პუტინის შემოსავლის წყაროს მისი ...

Read More »

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან სამხედრო ტექნიკის გატანა დაიწყეს

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან რუსეთის ატომენერგომაშის ქარხანაში ან მიმდებარე ტერიტორიებზე, დაახლოებით, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკაა გატანილი.  „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ოკუპანტებმა ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან მთელი სამხედრო ტექნიკა ამოიღეს. 100-მდე  ერთეული სამხედრო ტექნიკა გადანაწილდა ატომენერგომაშის ქარხანაში, დანარჩენი კი, უახლოეს დასახლებებში გადანაწილდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »