მაკრონი: საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთი ელექტროენერგიის სანაცვლოდ გერმანიას გაზს მიაწვდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საფრანგეთი ელექტროენერგიის სანაცვლოდ გერმანიას გაზს მიაწვდის.

„ჩვენ სოლიდარობას გამოვუცხადებთ გერმანიას გაზის გეგმასთან დაკავშირებით, თუ ზამთარი რთული იქნება და გერმანიას ეს დასჭირდება“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ საჭიროა დარწმუნება, რომ ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა არ მოხდება და ფასები მაქსიმალურად კარგად გაკონტროლდება.

Leave a Reply