შვედეთის ერთ-ერთ პორტში გარემოსდამცველი ორგანიზაციის „გრინპისის“ აქტივისტებმა სატვირთო ტანკერს, სახელწოდებით „ქორალ ენერჯის“ არ მისცეს პორტში შესვლისა და ბუნებრივი აირის გადმოტვირთვის საშუალება. აქტივისტებმა ტერმინალზე გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს პუტინის ომის დაფინანსება. ორგანიზაცია „გრინპისი“ მოუწოდებს შვედეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკვე 6 თვეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მათთვის მიუღებელია, რომ შვედეთი კვლავინდებურად აგრძელებს ...
Read More »