Tag Archives: #ჰესი

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად ქარის ელექტროსადგურის აშენება განიხილება

ონის ჰესების კასკადის ნაცვლად, შესაძლოა, ქარის ელექტროსადგური აშენდეს. აღნიშნულის თაობაზე “ბიზნესპარტნიორი” იუწყება. 2021 წელს „ონის კასკადის“ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. შეიცვალა პროექტის ტექნოლოგია, ლოკაცია და PPA პირობები. ინვესტორმა წარმოადგინა სრულიად ახალი პროექტი, თუმცა, ძველის ჩანაცვლების ხარჯზე. განახლებული მემორანდუმით განიხილება ონში 206 მეგავატის დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა, რომლის გამომუშავება 780 კვტ.სთ იქნება. კომპანია გარანტირებულ ტარიფს მიიღებს 15 წლით 1 კვტ.სთ-ზე 6.3 ...

Read More »

რა მოხდა ნამახვანში

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებულ მოვლენებს ფინანსისტი ირაკლი ერაძე საკუთარ facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 2020 წლის ოქტომბრის მიწურულს წყალტუბოს რაიონში, სოფელი ჟონეთის ხიდის თავთან რამდენიმე არაადგილობრივი მოქალაქე გამოჩნდა, ფურგონიანი მანქანები პატარა მდელოზე შეაყენეს და ბარგის ჩამოლაგება დაიწყეს.  დღის ბოლოსთვის ჟონეთში კარვების გაშლა დასრულებული იყო, მორიგე მზარეულმა გაღუღუნებულ შეშის ღუმელზე ტაფა შემოდგა და ხორცის ხრაკვას შეუდგა.  ერთმა გრძელთმიანმა წვეროსანმა კი შტატივზე ...

Read More »

“სამწუხაროა, რომ ინვესტორს ზოგჯერ ღალატობს მოთმინება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების საერთო ნიშნულამდე მივალთ”

საქართველოს ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვანია და ამ პროექტის ერთგული რჩებიან. თუმცა, თურნავას თქმით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან, ისმის კითხვები გარემოსდამცველებისგან, შეიძლება, მეტად სრულყოფილი იყოს. მინისტრის განმარტებით, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ხელისუფლების მცდელობა. „ნებისმიერი ჩვენი საჯარო განცხადებები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, როცა ენგურჰესს ვესტუმრეთ, იყო ძალიან მკაფიო – ...

Read More »

“როგორ შეიძლებოდა „ენკას“ შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე”

„ენკა“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლებოდა შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე და ქუთაისს წაიღებდა? წარმოგიდგენიათ, რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება?! წარმოიდგინეთ, რომ ჰესი დაინგრევა, ქუთაისს წაიღებს და ხალხი ამაზე გამოდის. წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?!“, – განაცხადა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. ჭყონიას თქმით, არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არაა გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთლება, ...

Read More »

“როგორ შეიძლებოდა „ენკას“ შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე”

„ენკა“ მსოფლიოში უდიდესი კომპანიაა და თავისი საქმის პროფესიონალები არიან. როგორ შეიძლებოდა შეედგინა პროექტი, რომელიც დაინგრეოდა ოდესმე და ქუთაისს წაიღებდა? წარმოგიდგენიათ, რამხელა არასერიოზული ანალიზი კეთდება?! წარმოიდგინეთ, რომ ჰესი დაინგრევა, ქუთაისს წაიღებს და ხალხი ამაზე გამოდის. წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?!“, – განაცხადა ნამახვანჰესთან დაკავშირებით ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ. ჭყონიას თქმით, არცერთი ფინანსური ორგანიზაცია არ დააფინანსებს პროექტს, სადაც არაა გათვალისწინებული ეკოლოგია, ადამიანის ჯანმრთლება, ...

Read More »

„ენკას“ წასვლის შემდეგ მთავრობიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის

ბევრისთვის მოულოდნელად თურქულმა კომპანია „ენკამ“ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ოფიცილური განცხადება გამოაქვეყნა. კომპანიამ ამის მიზეზად საკონტრაქტო პირობების დარღვევა და დიდი ხნის ფორსმაჟორული სიტუაცია დაასახელა. ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლებაში ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. პრემიერს და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს საკმაოდ მშვიდად უჭირავს თავი, ეკონომიურ ბლოკის მინისტრებს კი აშკარად ნერვიულობა ეტყობათ. გუშინ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერმა კიდე ერთხელ ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ პროექტი შეიძლება უკეთესი პირობებით განხორციელდეს”

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელება უკეთესი პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ვადასტურებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნამახვანჰესის პროექტი და ზოგადად ქართული ენერგეტიკა, ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, შეიძლება უკეთესი პირობებით იმიტომ, რომ პირობების გაუმჯობესება ყოველთვის შეიძლება. ჩვენი წინა კომუნიკაცია ინვესტორთან იქითკენ იყო მიმართული, რომ უფრო მეტად განხორციელებადი გამხდარიყო ეს პროექტი“, – განაცხადა თურნავამ. ...

Read More »

პეტრე მამრაძე: საქართველოში ჰესების მშენებლობას ენერგომაფია და რუსი ოლიგარქები ბლოკავენ

არსებობს მოსაზრება, რომ ,,ნამახვანჰესის“ პროექტის ჩავარდნა დიდწილად გარე ძალების უხეში ჩარევით არის გამოწვეული. ამას იზიარებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის ყოფილი უფროსი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე, რომელიც „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ქვეყანაში ჰესების მშენებლობას ენერგომაფია ბლოკავს. მისივე თქმით, ეს ჯგუფი ელექტროენერგიის იმპორტით გამოუმუშავებს დიდ მოგებას და კავშირშია რუსეთის და სხვა ქვეყნების ოლიგარქებთან. შესაბამისად, მამრაძის აზრით, მასშტაბური ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: აზიის ენერგორესურსები საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება

ENKA-სთვის რამდენის გადახდა მოგვიწევს არავინ იცის – ეს შორეული პერსპექტივაა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენის გადახდა მოუწევს ქვეყანას ENKA-სთვის “ნამახვანჰესის” პროექტის შეწყვეტის გამო. პრემიერი აქვე აცხადებს, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს. “არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა. თუ კომპანია დატოვებს, აუდიტს გააკეთებს დამოუკიდებელი აუდიტორი კომპანია, რომელიც შეაფასებს მის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ...

Read More »

რატი ბრეგაძე – კომპანია „ენკა“ არბიტრაჟში დავას თუ გადაწყვეტს, ეს მათი უფლებაა, თავისი მხრიდან სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს

კომპანია „ენკა“ არბიტრაჟში დავას თუ გადაწყვეტს, ეს მათი უფლებაა, თავისი მხრიდან სახელმწიფო ყველა შესაბამის ღონისძიებას გაატარებს, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „მოუწევს თუ არა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო ინტერესების დაცვა საერთაშორისო არბიტრაჟში და მსგავსი საერთაშორისო დავები აზიანებს თუ არა სახელმწიფოს ინტერესებს, საინვესტიციო გარემოს“. რატი ბრეგაძის თქმით, ნებისმიერი კონტრაქტი შეიძლება, შეწყდეს, პირობები შეიცვალოს და ...

Read More »