პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, რამდენის გადახდა მოუწევს ქვეყანას ENKA-სთვის “ნამახვანჰესის” პროექტის შეწყვეტის გამო.
პრემიერი აქვე აცხადებს, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს.
“არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. ეს არის ძალიან შორეული პერსპექტივა. თუ კომპანია დატოვებს, აუდიტს გააკეთებს დამოუკიდებელი აუდიტორი კომპანია, რომელიც შეაფასებს მის მიერ დახარჯული ინვესტიციების მოცულობას და ამის მიხედვით მოხდება მოლაპარაკება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს. უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს. პრობლემას ვერ ვხედავ ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.