Tag Archives: #ენერგოსექტორი

მერაბ გაფრინდაშვილი: ნამახვანჰესის პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია

ჩვენ დღეს სამეზობლოსგან ვყიდულობთ ელექტროენერგიას, რომლის დეფიციტში ვართ და პრაქტიკულად ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რაც გვჭირდება და შორეულ პერსპექტივაში სხვა ჰესების მშენებლობაც საჭირო იქნება, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ნამახვანჰესთან მიმართებაში მთავარი პირობა არის ის, რომ ჰესის მშენებლობა-ოპერირების პროცესი მსოფლიოში აპრობირებული სტანდარტების სრული დაცვით წარიმართოს „ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო ...

Read More »

გიორგი ფანგანი: ჭკვიანი მრიცხველები დავებს აგვარიდებს

ჭკვიანი მრიცხველების დანერგვის პროცესს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას უწოდებენ. სემეკში განმარტავენ, რომ ქვეყანა აღრიცხვიანობასთან დაკავშირებით თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. „ჭკვიანი მრიცხველი ეს ის ხელსაწყოა, რომელიც მონაცემებს გადასცემს დისტანციურად. მისი სიზუსტე და სტანდარტები ყველაზე მაღალია. საქართველოში მრიცხველის სიზუსტესთან დაკავშირებით არაერთი დავა ყოფილა. თუნდაც, ჩვენი კომისია ყოველ კვირა განიხილავს მრიცხველთან დაკავშირებით ასობით დავას. ან მომხმარებელი, ან ...

Read More »

დავით მირცხულავა: „ნამახვანი ჰესი“ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით

როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს „ნამახვანი ჰესის“ პროექტის უსაფრთხოებაზე, საიმედოობასა და მის ზეგავლენაზე კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში, ეს ბუნებრივია, სამართლიანია, თუმცა, ჩატარებულია უამრავი, ძალიან მაღალკვალიფიციური კვლევა, რომლებიც ასაბუთებენ, რომ ეს გავლება იქნება მინიმალური. თუ, რა თქმა უნდა, ეს კვლევები მუდმივად გაგრძელდება, როგორც ჰესის მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის ეტაპზე, ამიტომ საჭიროა მუდმივი, საზოგადოებრივი მონიტორინგი ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ჰიდროელექტროსადგურზე საქართველოს ენერგოსისტემისთვის, – ამის შესახებ დავით მირცხულავამ განაცხადა. მისი შეფასებით, „ნამახვანი ჰესის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა ...

Read More »

საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის

გარემოზე ზრუნვისა და ელექტროენერგიის ხარჯების შემცირების მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს მზის პანელების შესაძენად, ენერგოკრედიტს სთავაზობს. ბანკი ეკომეგობრულ პროდუქტს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული ტარიფების ზრდის საპასუხოდ  ნერგავს – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული საბანკო პროდუქტი ბიზნეს სესხს წარმადგენს და შესაბამისად განკუთვნილია მხოლოდ იურდიული პირებისთვის. ...

Read More »

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა, – მიიჩნევს ბირჟის დირექტორი ირინა მილორავა. როგორც ის „ბინზესპარტნიორთან“ ამბობს, პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საწარმოებისთვის სწორი საფასო სიგნალის გაგზავნაა. „ინვესტორისთვის ენერგეტიკული ბირჟა მიმზიდველია იმდენად, რამდენადაც მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ყველა საწარმოსთვის სწორი საფასო სიგნალების გაშვებაა. მათ შორის იმათთვისაც, ვინც ბირჟაზე არ ვაჭრობს. როგორც წესი, ეს ხდება ე.წ “შესადარისი ფასი” სხვა კონტრაქტებისთვის. ამიტომ ბირჟის ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

რა ღირს ელექტროენერგია საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი უკვე გაიზარდა, ფასის მატებას გეგმავს სომხეთი და რუსეთიც, აზერბაჯანი კი სამომავლოდ დღის და ღამის ტარიფზე გადასასვლელად ემზადება. ტარიფის გაანგარიშება კი ყველა ქვეყანაში განსხვავებულია – საქართველოში დენის საფეხურეობრივი ტარიფი მოქმედებს, სომხეთში დღის და ღამის ტარიფით იანგარიშება დენის გადასახადი, რუსეთში კი მოსახლეობის სააბონენტო გადასახადი იმის მიხედვით დგინდება, აქვს თუ არა მომხმარებელს სახლში გაზი. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა პრონციპით ანგარიშდება დენის ...

Read More »
განახლებადი ენერგიის წყაროები საქართველოში

ყოველდღიურად ვღარიბდებით, რადგან იმპორტირებულ ენერგორესურსებში უამრავ თანხას ვიხდით

ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ბუნებრივი აირი მთლიანად, ხოლო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 11%) მეზობელი სახელმწიფოებიდანაა იმპორტირებული. ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 50% აზერბაიჯანიდან, თითქმის 40% კი იმპორტირებულია რუსეთიდან. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში განახლებადი ენერგიის რესურსის ნახევარიც არ არის ათვისებული. ამ ტიპის ენერგიის გამოყენება განსაკუთრებით საჭიროა ახლა, როცა საქართველოში ენერგომატარებლებზე ტარიფები გაიზარდა და გაძვირება კიდევ მოსალოდნელია. ქარის ენერგია ...

Read More »

ფერო ელოის ფროდაქშენი: ელექტროენერგიის ხარჯი თვეში 350 000-დან 660 000 ლარამდე გაგვეზარდა

„ფერო ელოის ფროდაქშენს“ ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ თითქმის გაორმაგებული ტარიფის გადახდა უწევს. ფეროშანადნობების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან პროდუქციის თვითღირებულების დაახლოებით 40%-ს მათთვის სწორედ ელექტროენერგია წარმოადგენს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის დირექტორი, გია ლეჟავა განმარტავს, გადაწყვეტილების მიღებამდე შესაბამის უწყებებს კონსულტაციები კერძო სექტორთან უნდა გაევლო. „ფეროშენადნობების დარგში მოღვაწე მეწარმეები ვაღიარებთ, რომ დენი უნდა გაძვირებულიყო, მაგრამ უნდა გაძვირებულიყო თანმიმდევრულად. ...

Read More »

პაატა შეშელიძე: რატომ არ განიხილება, რომ სსე კერძო კორპორაცია იყოს

რატომ არ განიხილება, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა იყოს კერძო კორპორაცია? – ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.   „თუ გენერირება კერძოა, რა პრობლემაა, რომ ეს კომპანიაც კერძო საკუთრებაში იყოს? მით უმეტეს, რომ ქსელები შეიძლება რამდენიმე არსებობდეს, შეიქმნას, თუ ალტერნატივები დაიშვება. ჩვენ ვართ ევროპის კავშირთან დაკავშირებული გარკვეული ვალდებულებებით. რეფორმის ერთ-ერთი ამოცანა იქნება აქ ბაზრის შექმნა. ...

Read More »

რაკეშ ნაიკი: Covid 19 და ენერგო კომპანიების გამოწვევები

2020 წლის დასწყისში, მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, Covid 19-მა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე და რეკორდულ დროში შეცვალა მსოფლიოს დღის წესრიგი. პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კომპანია ,,აჭარისწალი ჯორჯიას’’ აღმასრულებელ დირექტორს რაკეშ ნაიკს ვესაუბრეთ, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებულ ყველაზე დიდ ენერგო პროექტს –  შუახევი ჰესს ხელმძღვანელობს. შუახევი ჰესი ოპერირებაში 2020 წლის გაზაფხულზე შევიდა და მის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ დაახლოებით ...

Read More »