Tag Archives: #ხანძარი

კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს. ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია. შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება.

Read More »

გერმანიასა და ჩეხეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ეროვნულ პარკში, რომელსაც ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად 1100 ჰექტარი მიწის ფართობი დაზიანდა. ქვეყნის ჩრდილოეთში ტყის ხანძრები კვირაზე მეტია მძვინვარებს. მეხანძრე-მაშველები იმედს არ კარგავენ,  რადგან სახანძრო სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ, შედეგის მომცემია. ზოგიერთი რაიონის მცხოვრებლებს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს,  სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. ხანძრებს ამ დრომდე 750-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ჩეხეთის სახანძრო სამსახურის სპიკერი მარტინა გოცოვა ...

Read More »

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელმაც ევროპა ბოლო დღეებში მოიცვა, 1700-ზე მეტი ადამიანი უკვე დაიღუპა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა. „გასული ათწლეულების განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა ექსტრემალური სიცხის შედეგად, რომელსაც ხშირად თან ახლდა ტყის ხანძარი. წელს უკვე მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში 1700-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მომსწრე გავხდით “, – ნათქვამია კლუგეს განცხადებაში.

Read More »
ყოველდღიური ძლიერი ქარი თბილისში - გარემოსდამცველები მიზეზებს განმარტავენ

გარემოს დაცვის სამინისტრო: მოვუწოდებთ მოსახლეობას, ტყეში კოცონის დანთებისას უსაფრთხოების წესები დაიცვან

მოვუწოდებთ მოსახლეობას, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ამ მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ათავსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ...

Read More »

ჰაერის მაღალი ტემპერატურა ევროპაში – ესპანეთსა და პორტუგალიაში, სულ მცირე, ათასი ადამიანი დაიღუპა

ესპანეთსა და პორტუგალიაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო დაღუპულთა რიცხვი ათასამდეა გაზრდილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო BNO News-ი Twitter-ზე იტყობინება. AFP-ის ცნობით, მადრიდში 17 ივლისს ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე გაიზარდა, ქვეყნის აღმოსავლეთით – დონ ბენიტოში რეკორდული მაჩვენებელი – 43,3 გრადუსი დაფიქსირდა. La Vanguardia-ს ცნობით, 16 ივლისის მდგომარეობით, ესპანეთში 360 ადამიანი დაიღუპა, აქედან 22 – მადრიდის პროვინციაში. ტემპერატურის რეკორდი – 47 გრადუსი ...

Read More »

თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, მუღლას პროვინციის ქალაქ დათჩაში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლის ქრობაში თვითმფრინავები და ვერტმფრენებია ჩართული. ამის შესახებ Anadolu წერს. აღინიშნება, რომ ხანძარი 13 ივლისს სოფელ მესუდიესთან გაჩნდა. ქარის გამო, ცეცხლმა სწრაფად მოიცვა ტყის დიდი ტერიტორია. სალიკვიდაციო სამუშაოებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვაჰიტ კირიშჩი პირადად ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობაში 10 თვითმფრინავი, 17 წყლის რეაქტიული შვეულმფრენი, 3 ადმინისტრაციული ვერტმფრენი, 179 სახანძრო ...

Read More »

ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

რეკორდული ტემპერატურის გამო, ესპანეთი და პორტუგალია ტყის ხანძრებმა მოიცვა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ჩრდილოეთით მდებარე ორემის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქალაქ ლეირიას მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები დაიწვა, ცეცხლმა სამი მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვა გამოიწვია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 1 700 პორტუგალიელი მეხანძრე 14 აქტიურ ხანძარს ებრძვის. მეზობელ ესპანეთში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 1 500 ჰექტარი გაანადგურა, რის ...

Read More »

საბერძნეთში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთში პელოპონესის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, ელიდას (ილია) რაიონში  ტყის მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, რომლის ქრობის პროცესში 195 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ქვეითი ჯგუფი, ტექნიკის 48 ერთეული, 6 თვითმფრინავი და 5 ვერტმფრენია ჩართული. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სახანძრო დეპარტამენტი ავრცელებს. ხანძარი ქალაქ აჩაიასთან 3 ივლისს გაჩნდა. საფრთხის გამო, ახლოს მდებარე ოთხი სოფლის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის საშიშროების საპროგნოზო რუკის მიხედვით, რეგიონი ძალიან მაღალი რისკის კატეგორიაშია. ...

Read More »

თურქეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს 20 ვერტმფრენით და 14 თვითმფრინავით ებრძვიან

თურქეთში, მარმარისის რეგიონში მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს. Anadolu ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ხანძარი გუშინ საღამოს ამაზონის ყურეში, მუგლას რეგიონში გაჩნდა. ხანძრის ქრობაში ჩართულია 20 ვერტმფრენი და 14 თვითმფრინავი, 1600-მდე მეხანძრე. ასევე, გამოიყენება 363 სპეცმანქანა და 39 ერთეული სამშენებლო ტექნიკა.

Read More »

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას, ტემპერატურის მკვეთრი მატების ფონზე, ტყის ხანძრების რისკის შესახებ აფრთხილებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური მოსახლეობას ტემპერატურის მკვეთრი მატების შესახებ აფრთხილებს. უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ტყის ხანძრების გაჩენის რისკის გამო, არ დაანთონ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს. „გაცნობებთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი. ...

Read More »