ესპანეთსა და პორტუგალიაში ტყის ხანძრებს ებრძვიან – ასობით ადამიანი სახლებს ტოვებს

რეკორდული ტემპერატურის გამო, ესპანეთი და პორტუგალია ტყის ხანძრებმა მოიცვა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ჩრდილოეთით მდებარე ორემის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფლიდან 300 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ქალაქ ლეირიას მიმდებარედ საცხოვრებელი სახლები დაიწვა, ცეცხლმა სამი მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვა გამოიწვია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 1 700 პორტუგალიელი მეხანძრე 14 აქტიურ ხანძარს ებრძვის.

მეზობელ ესპანეთში გაჩენილმა ხანძარმა სულ მცირე 1 500 ჰექტარი გაანადგურა, რის გამოც დაახლოებით 400 მოსახლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხელისუფლების განცხადებით, კასტილიასა და ლეონის ცენტრალურ რეგიონში ტყის ხანძრების გაჩენის მაღალი რისკი არსებობს, ხოლო ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია ოურენსეში განგაშია გამოცხადებული, რადგან მოსალოდნელია, რომ ტემპერატურა 42 გრადუსამდე მიაღწევს.

Leave a Reply