Tag Archives: #ევროპა

ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირის ზოგიერთი წევრი არ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე და მათთვის ადვილია თქმა, რომ არ გამოიყენებენ, მაგრამ სხვებისთვის არც ისე ადვილია

ევროკავშირის ზოგიერთი წევრისთვის, რომლებიც რუსულ გაზს არ იყენებენ, ადვილია იმის თქმა, რომ მზად არიან, არ გამოიყენონ ეს რუსული გაზი, მაგრამ სხვებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულები რუსულ ბუნებრივ აირზე, ეს არც ისე ადვილია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. „ყველას აქვს დიდი რისკი აღებული ენერგიაზე ამ ძლიერი დამოკიდებულობის გამო და ჩვენ ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთიდან 8 მლრდ ევროს ნახშირის იმპორტი და ტრანზიტი აკრძალა

რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ ევროკავშირმა გასული კვირის ბოლოს ანტირუსული სანქციების მეხუთე პაკეტი წარადგინა. იგი მოიცავს 8 მილიარდი ევროს ემბარგოს ნახშირის იმპორტზე,  ასევე კრძალვას პროდუქციის ფართო სპექტრის რუსეთში ექსპორტს, მათ შორის ფოტოფირების, საბეჭდი მელანის, ქაღალდის, გარკვეული ტურბინებისა, ძრავების და სხვა. ასევე ნავთობქიმიური აღჭურვილობის იმპორტს СПГ პროექტისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში. „წინა ოთხ პაკეტთან ერთად, ეს სანქციები გაზრდის ეკონომიკურ ზეწოლას კრემლზე, ...

Read More »

უნგრეთი რუსეთისგან გაზს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით შეიძენს

ნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიჯარტოს ცნობით, უნგრეთი რუსული გაზის საფასურის გადახდას ევროში გეგმავს, ხოლო შემდეგ გაზპრომ ბანკის მეშვეობით, მისი კონვერტირება რუბლში მოხდება. მთავრობის სქემის მიხედვით, უნგრული ენერგეტიკული ჯგუფის MVM-ის შვილობილი კომპანია, CEE Energy გაზის საფასურს ევროში გადაიხდის, შემდეგ კი, რუსული გაზპრომ ბანკი მას რუბლში გაცვლის. “რუბლში გადახდა არის გამოსავალი, რომელიც უნგრეთში გაზის მიწოდებას ისე უზრუნველყოფს, რომ ევროპის მიერ დაწესებულ არცერთ სანქციას არ დაარღვევს”. – ამბობს ...

Read More »

IEA ნავთობის მოხმარების შემცირების 10-პუნქტიან გეგმას გვთავაზობს

რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, IEA წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირების 10-პუნქტიან გეგმას გვთავაზობს, რომელიც ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შესარბილებლად შემუშავდა. მასში ასევე მოცემულია თუ ხსენებულ ღონისძიებებსა და ქმედებებს რა კონკრეული ზეგავლენა და ეფექტი ექნება უახლოეს მომავალში. ასოციაციაში აცხადებენ, რომ გარდა  მყისიერი შედეგისა, ხსენებული გეგმა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე დამოკიდებულებისაგან სრულად თავის დაღწევაშიც:   ნაბიჯი 1: ...

Read More »

ბორელმა კიევში რუსულ ენერგორესურსებზე სანქციები დააანონსა

ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უკრაინაში მისი ინტერვენციის გამო. ამის შესახებ 8 აპრილს კიევში ვიზიტისას, საგარეო ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. “ჩვენ სანქციებს ვუწესებთ რუსეთს და ასე გავაგრძელებთ. თქვენ გვითხარით, რომ მეტი სანქციები დაგვეწესებინა. გვესმის თქვენი და ვიცით, რომ მართალი ხართ. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება რუსეთის ეკონომიკას და ჩვენ ამას გავაკეთებთ”, ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება

უნგრეთი რუსული ენერგორესურსების საფასურს რუბლებში თუ გადაიხდის, ეს ევროკავშირის სანქციების დარღვევა იქნება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენს“ განუცხადა. „ჩვენ გავაანალიზეთ პუტინის განკარგულება და სამართლებრივი საკითხი ძალიან ნათელია. ის, რასაც პუტინი გვთავაზობს – ევროების რუბლებში გადაყვანას და შემდგომ გაზის გადასახადის გადახდას, იქნება სანქციების დარღვევა. თუ ამას გააკეთებთ, გადაიხდით რუბლებში, თქვენ დაარღვევთ სანქციებს, გვერდს უვლით სანქციებს, რომლებიც ჩვენ ...

Read More »

პოდოლიაკი – მსოფლიოს უნდა ესმოდეს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, მისი ნავთობისა და გაზის ყიდვა ტერორიზმის დაფინანსებაა

კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. პოდოლიაკის შეფასებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. „კრემატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებული თავდასხმა დაშინების მიზანმიმართული აქტია. თავდასხმის შედეგად ათეულობით დაშავებული და გარდაცვლილი ადამიანია – ოჯახები ბავშვებით, რომლებიც ევაკუირებას ცდილობდნენ. მსოფლიოს უნდა ესმოდეს: რუსეთი ტერორისტული ...

Read More »

შოლცი: გერმანიას, რუსული ნახშირის იმპორტის აკრძალვისთვის, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენება მოუწევს

გერმანია, ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, რუსული ნახშირისგან ეტაპობრივად გასათავისუფლებლად, ოთხთვიანი გარდამავალი პერიოდის გამოყენებას გეგმავს. მიმდინარე კვირას ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტზე შეთანხმდნენ, მათ შორის, რუსეთის ნახშირზე ემბარგოს დაწესებაზე, რისთვისაც 120-დღიანი გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა. ”ამ პერიოდის გამოყენება დაგვჭირდება. თუ უფრო დაჩქარდება, კარგი იქნება. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება დრო და კომპანიებს დასჭირდებათ დრო, მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიდი ხანია, ახალ მიმწოდებლებს ეძებენ“, ...

Read More »

გიორგი აბრამიშვილი: ევროპამ სათანადოდ ვერ შეაფასა ენერგორესურსებთან დაკავშირებული რისკები

ევროპამ სათანადოდ ვერ შეაფასა ენერგორესურსების რისკები, – ასე აფასებს საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი გიორგი აბრამიშვილი რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებას. როგორც მან გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” ისაუბრა, განახლებადი ენერგიების ხელშეწყობასთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ სწორი მიზნები იყო გაწერილი ტემპი ძალიან დაბალი იყო. “ამ დროს, უფრო ცენტრალიზებული რუსეთი ამ ყველაფერს კარგად იყენებს”, – განმარტა გიორგი აბრამიშვილმა. “ჰიბრიდული ...

Read More »

513 ხმით 22-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს

513 ხმით 22-ის წინააღმდეგევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსული ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს ითვალისწინებს რეზოლუციაში ევროპარლამენტარები ასევე აღშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკეების გამო და გამოდიან მოწოდებით,  უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად შეიქმნას გაერო-ს სპეციალური ტრიბუნალი. ევროპელი კანონმდებლები ასევე ითხოვენ უკრაინისადმი იარაღის მიწოდების გაზრდას, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ...

Read More »