Tag Archives: #აირი

თურქეთი ზამთარს ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი გაზით გადაიტანს

ანკარა ვაშინგტონთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა თავიდან აირიდოს ზამთრის სეზონზე ენერგომომარაგებაში შესაძლო შეფერხებები. ამის შესახებ თურქული გამოცემა Dünya ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „…მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გაზის ტრანსპორტირების მხრივ ჯერ პრობლემები არ შექმნილა, უნდა გავითვალისწინოთ შარშანდელი პრობლემები. ასევე ვითვალისწინებთ მოხმარების შესაძლო მკვეთრ ზრდას. ამერიკასთან გათხევადებული ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – წერს თურქული გამოცემა. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით და გაყინვით დაემუქრა

ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. „ბიბისის“ ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის 27 წევრს 9 სექტემბერს რუსულ გაზზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესთავაზებს და სავარაუდოდ ეს იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც განაცხადა, რომ არ შეასრულებს მოთხოვნებს. „ჩვენ მათ უბრალოდ არ შევასრულებთ და საერთოდაც, არაფერს მივაწვდით, თუ ეს ჩვენს ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ...

Read More »

Fitch: ევროპას სჭირდება 12 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ევროკავშირის ქვეყნების გაზზე მოთხოვნის პროგნოზი გამოაქვეყნა. ევროკავშირის ქვეყნებში ბუნებრივ აირზე წლიური მოთხოვნა 2022 წლისთვის 357 მილიარდ კუბურ მეტრზეა პროგნოზირებული (2021 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლები), 2023 წლისთვის – 339 მილიარდი კუბური მეტრი (5%-ით ნაკლები წლევანდელთან შედარებით). Fitch Ratings-ის პროგნოზით, ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა აზერბაიჯანულ გაზზე წელს და 2023 წელს 12 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. სხვა სიტყვებით რომ ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

TAP 2023 წლიდან გაფართოვდება – „ტრანსადრიატიკის მილსადენის გაფართოება ევროპას ენერგეტიკული ვექტორის შეცვლაში დაეხმარება“

ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 2023 წლის დასაწყისში მიიღებენ. ამის შესახებ TAP-ის მმართველმა დირექტორმა, ლუკა სკეპატიმ კონფერენცია Gastech-ის ფარგლებში განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს. მან აღნიშნა, რომ დამატებითი გაზის მიწოდება აზერბაიჯანის რამდენიმე საბადოდან განხორციელდება. „თუ სიმძლავრის გაფართოებაზე საკმარისი მოთხოვნა გაჩნდება, ჩვენ დავიწყებთ ამ პროცესს, რომელიც შესაძლოა, ეტაპობრივად წარიმართოს,“- აცხადებს სკეპატი. მისი მონაცემებით, ევროპისთვის დამატებითი გაზის პირველი მოცულობის მიწოდებას TAP 36 ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

მიმდინარე წელს იტალიას ენერგიის იმპორტის ხარჯი გაუორმაგდება

იტალიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, ქვეყნის ენერგეტიკული იმპორტის წმინდა ხარჯები გაორმაგდება და დაახლოებით €100 მილიარდს მიაღწევს. ცნობისთვის, იტალიის მიერ მოხმარებული ენერგიის სამი მეოთხედი სწორედ იმპორტზე მოდის, რაც ევროპაში არსებული ენერგოკრიზისს ფონზე, ქვეყანას უფრო მეტად დაუცველს ხდის. „სახელმწიფო ბიუჯეტის საშუალებით ენერგიის მზარდი ფასების ხარჯის ნაწილობრივი ანაზღაურებაც კი, საკმაოდ ძვირი ჯდება, რისთვისაც ჩვენი ქმედება საკმარისი არასდროს არ იქნება“, – განაცხადა იტალიის ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

გერმანიის გაზმომარაგება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა ვითარება დაძაბულია

გერმანიის გაზმომარაგება ამჟამად უზრუნველყოფილია, თუმცა ვითარება დაძაბულია და არ არის გამორიცხული, მომავალში მდგომარეობის გაუარესება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკულმა მარეგულირებელმა ორგანომ განაცხადა, მას შემდეგ, რაც რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ევროკავშირს „ჩრდილოეთ ნაკადი1-ით“ გაზის მიწოდების შეწყვეტა გაუხანგრძლივა. რუსეთს ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა განეახლებინა, თუმცა კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზის მიწოდება ვერ აღდგებოდა და ამის მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. „რუსული მხარის მიერ ...

Read More »

ევროპაში გაზი Nord Stream-ის გათიშვის ფონზე, კიდევ 30%-ით გაძვირდა

Nord Stream-ის სრულად გათიშვის ფონზე, ევროპაში, გაზზე საბირჟო ფასები რეკორდულად გაიზარდა. დღეს დილით, ვაჭრობის გახსნისას ოქტომბრის ფიუჩერსებზე 1000 კუბურ მეტრ გაზზე ფასმა $2853 შეადგინა, (ზრდა  €279) რაც აქამდე არსებულ ფასზე 30%-ით მეტია. ამასთან, 2 სექტემბერს საბირჟი ვაჭრობა (1000 კუბურ მეტრ გაზზე) $2213 ნიშნულზე დაიხურა.

Read More »

სიონის გაზგამანაწილებლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია

სიონის გგს-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ გგს-ში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების შეცვლის სამუშაოები განხორციელდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ეტაპობრივად ახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და ...

Read More »

ისრაელმა ბუნებრივი აირის წარმოება 22%-ით გაზარდა და ევროპაში მიწოდების გაზრდასაც გეგმავს

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ისრაელში ბუნებრივი აირის მოპოვება 22%-ით გაიზარდა და 10,85 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. მთლიანი წარმოების უდიდესი ნაწილი მოდიოდა “თამარისა” და “ლევიათანის” საბადოებზე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. გაზის ექსპორტი ისრაელის მეზობელ ქვეყნებში წლის პირველ ნახევარში 35%-ით გაიზარდა და 4,59 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ ივნისში ისრაელმა ხელი მოაწერა მემორანდუმს ეგვიპტესთან და ...

Read More »
სოფლების ჩამონათვალი, რომელთა გაზიფიცირებაც 2016 წელს მოხდება

დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა – ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

Read More »