Tag Archives: #აშშ

ირანი ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს. აითოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით. „ბირთვული გამდიდრება არც 20 პროცენტით შემოიფარგლება. ის გაამდიდრებს ურანს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ზომით, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ირანში ურანის გამდიდრების დონემ შეიძლება 60 პროცენტს მიაღწიოს ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე აღნიშნა, ...

Read More »

აშშ-მ Nord Stream 2-ის ანგარიში გამოაქვეყნა – ვის შეეხება სანქციები?

ბაიდენის ადმინისტრაციამ Nord Stream 2-ის ანგარიში გამოაქვეყნა, რაც მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ სანქციების ახალი ტალღის წინაპირობაა. მოხსენებაში სანქციის მთავარი სამიზნეა გემი Fortuna და მისი მფლობელი KVT-RUS. ანგარიშში ასევე ჩამოთვლილია პირები, რომლებიც გაზსადენის პროექტისგან დისტანცირების გამო, სანქციებისგან თავისუფლდებიან. მაგრამ ანგარიში არ მოიცავს გერმანულ და სხვა ევროპულ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთთან აქტიური თანამშრომლობით მილსადენის მშენებლობაში მონაწილეობენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ამგვარი გადაწყვეტილება ორპარტიული კრიტიკის საგანი გახდა და ...

Read More »

ატომური ენერგიის საერთაშორისო ექსპერტებს ირანის ბირთვული ობიექტების დაუგეგმავად შემოწმება აუკრძალეს

ირანი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო შეთანხმდნენ, რომ გაერო-ს ინსპექტორებს მომდევნო სამი თვის განმავლობაში, ირანის ბირთვული ობიექტების შემოწმების საშუალება ექნებათ. ამასთან, ექსპერტებს დაუგეგმავი ინსპექციის ჩატარების უფლება ჩამოართვეს და ბირთვულ ობიექტებზე მათი შესვლა შეზღუდული იქნება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ირანის ხელისულებამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საპასუხოდ მიიღო, რომელსაც თეირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ჯერ არ მოუხსნია. ირანის მთავრობა გამოთქვამს სურვილს, დაუბრუნდეს ე.წ. ...

Read More »

რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კომპანია გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ნებართვას ითხოვს

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ნებართვას ითხოვს. გერმანიის ფედერაციის შესაბამისმა უწყებებმა დაადასტურეს, რომ მოთხოვნა უკვე მიიღეს და დოკუმენტები ახლა განხილვის პროცესშია. მანამდე, გერმანულმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა გერმანიის ხელისუფლების მიერ გაზსადენის გაყვანის ნებართვის გაცემა გაასაჩივრეს. როგორც ჩრდილოეთის „ნაკადის ოპერატორი“ კომპანია ამტკიცებს, გაზსადენის გაყვანის სამუშაობის 95 პროცენტი შესრულებულია. დარჩენილია მხოლო 120-კილომეტრიანი მონაკვეთი დანიაში და 28-კილომეტრიანი გერმანიაში. ...

Read More »

აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა

ამერიკის შეერთებული შტატები კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას ოფიციალურად დაუბრუნდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საზოგადოება და მეცნიერები მიესალმნენ აშშ-ის დაბრუნებას შეთანხმებაში, რომელიც ჯო ბაიდენის მიერ პოსტის დაკავებიდან 30-ე დღეს მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ამის შესახებ პირველ ოფიციალურ სამუშაო დღეს განაცხადა. 2015 წელს მსოფლიო ლიდერები პარიზში შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეემცირებინათ სათბურის აირების გამოყოფა. 2016 წელს აშშ-მა და თითქმის ყველა სხვა ...

Read More »

“ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის” ახალი სანქციების სია ცნობილია

აშშ-მა გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტთან დაკავშირებით სანქციების ახალი სია შეადგინა. ჩამონათვალში რუსული და რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციები მოხვდა, თუმცა ვაშინგტონმა სიაში გერმანული კომპანიები არ შეიყვანა. დოკუმენტი განსახილველად კონგრესში დღეს შევა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პროექტის რეალიზაციის შეჩერებას ცდილობს, რომ ევროპელ მოკავშირეებთან კონფლიქტში არ შევიდეს. ვაშინგტონი ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რადგან მიაჩნია, რომ გაზსადენის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად ...

Read More »

ხამენეი აშშ-ს სანქციების მოხსნისთვის ვადას უწესებს

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების აღსადგენად, აშშ-სგან სიტყვების ნაცვლად, ქმედით ნაბიჯებს და სანქციების მოხსნას ითხოვს. თუ აშშ სანქციებს 23 თებერვლამდე არ მოხსნის, ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დროებითი ინსპექტირების ჩატარების უფლებას არ მისცემს.  ”ჩვენ მოვისმინეთ ბევრი დიდებული სიტყვა და პირობა, რომლებიც არ შესრულდა. ამჯერად მხოლოდ მოქმედებას ველით”, თქვა ხამენემ სატელევიზიო გამოსვლისას. მიუხედავად იმისა, ...

Read More »

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შესაჩერებლად სანქციების საკითხს განიხილავს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ევროპისთვის ცუდ გარიგებად მიიჩნევს. „რაც შეეხება „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, ჩვენი პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ცუდი გარიგებაა. ეს ცუდი გარიგებაა, რადგან ის ევროპას ჰყოფს და უკრაინასა და ცენტრალურ ევროპას რუსეთის მხრიდან მანიპულაციების საგნად ხდის. ეს პროექტი ეწინააღმდეგება ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროში ევროპის გაცხადებულ ...

Read More »

აშშ-ში უამინდობის გამო ნავთობის მოპოვება 2 მილიონი ბარელით შემცირდა

აშშ-ში ნავთობის მოპოვება დაახლოებით 2 მილიონი ბარელით შემცირდა დღეში ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში უჩვეულოდ ცივი ამინდის გამო. ასეთი შეფასება გააკეთა სააგენტო Bloomberg-მა. როგორც სააგენტო აღნიშნავს, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ტეხასის შტატში ტემპერატურის შემცირება და დიდთოვლობა. ამან გამოიწვია ელექტროენერგიის შეწყვეტა და ენერგომატარებლების მიწოდებაში შეფერხება. აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, მიმდინარე წლის იანვრის თვეში ქვეყანაში ნავთობის ყოველდღიურმა მოპოვებამ შეადგინა საშუალოდ 11 მილიონი ბარელი. შეერთებულ შტატებში ...

Read More »
ნაკადი

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს

Nord Stream 2-ის თაობაზე გერმანია ბაიდენთან შეთანხმებას ცდილობს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოხსნას სანქციები და  Nord Stream 2-ის მშენებლობა შეუფერხებლად დასრულდეს. Bloomberg-ის წყაროს თანახმად, ანგელა მერკელი მუშაობს გეგმაზე, რომელიც ევროპის ენერგორესურსებით რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, რაც ამერიკის ერთ-ერთ მიზანს პასუხობს.  ამავე წყაროს ცნობით, გერმანია სარეგულაციო მექანიზმების შემოღებით შეეცდება, ენერგეტიკულ ბაზარზე რუსეთს მანიპულირების სივრცე არ დაუტოვოს. ამავდროულად, გერმანია მხარს დაუჭერს ამერიკიდან გაზის იმპორტს LNG ...

Read More »