Tag Archives: #ნაკადი

Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანიის გაკოტრების პროცესი 4 თვით შეჩერდა

შვეიცარიის კანტონა ცუგის სასამართლომ პროექტ Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანია Nord Stream 2 AG-ის გაკოტრების პროცესი 4 თვით, მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე შეაჩერა. ამის შესახებ Nord Stream 2 AG-ის განცხადებაში წერია, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, „განმცხადებელს კრედიტორებისთვის გადახდაზე დროებითი მორატორიუმი მიენიჭა,“ ხოლო დროებით მმართველად კომპანია Transliq AG დაიქირავეს. Nord Stream 2 AG-მა გაკოტრების შესახებ განაცხადი მას შემდეგ წარადგინა, რაც ...

Read More »

GAZPROM: ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთის შიდა საჭიროებისთვის გამოვიყენებთ

Gazprom-ს განცხადებით, გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთის შიდა საჭიროებებისთვის გამოიყენებენ. Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის გამოყენება რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონების მომარაგებისთვის გადაწყვიტეს. “იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად საზღვაო გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2 არ გამოიყენება, ასევე,  ჩრდილო-დასავლეთი რეგიონების მომხარებლების ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისა და გაზიფიაციის რეალიზაციის პროგრამის გათვალისწინებით, გაზპრომმა მიიღო გადაწყვეტილება, აამოქმედოს პროექტი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გამოუყენებელი რუსული სახმელეთო გაზის ტრანსპტიორი შესაძლებლობები ჩრდილო-დასავლეთ რუსეთის რეგიონების გაზმომარაგების განვითარებისთვის”. – ვკიტხულობთ განცხადებაში. ასევე, ...

Read More »

დუდა: Nord Stream 2-ის დემონტაჟი უნდა მოხდეს

Nord Stream 2-ის გაზსადენი, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით, რუსეთიდან გერმანიას ბუნებრივ არის მიაწოდებს, უნდა განადგურდეს. თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში. “ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ Nord Stream 2 არა მხოლოდ უნდა დაიბლოკოს, არამედ უბრალოდ უნდა განადგურდეს, რადგან ის საზიანოა მთელი ევროკავშირისთვის. ეს იწვევს რუსეთის ჰეგემონიას ევროპაში, უპირველეს ყოვლისა – გაზის ბაზარზე. რაც აშკარაა – ახლა ეს შავ-თეთრად ჩანს – უბრალოდ ...

Read More »

შტაინმაიერი – „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. შტაინმაიერმა, რომელიც პრეზიდენტობამდე ანგელა მერკელის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ინტერვენცია ნიშნავს, რომ მან და სხვებმა გულწრფელად უნდა აღიარონ, რომ ცდებოდნენ. „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მიმართ ჩემი ერთგულება აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა ...

Read More »

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “ჩრდილოეთ ნაკადი 2” მკვდარია, ის ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ კრემლის საამაყო პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მკვდარია”. “არ მგონია, ვინმემ ოდესმე ეს პროექტი გააცოცხლოს. ის ახლა ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია”, – განაცხადა ნულანდმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობს სანქცების შედეგად გამოწვეული ვითარების მოსაგვარებლად. ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში ...

Read More »

კრემლი აღიარებს, რომ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის ამუშავება “ჯერჯერობით შეუძლებელია”

პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ შექმნილ ვითარებაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედება შეუძლებელია. „ისტერიკული რეალობა ჯერჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, – განუცხადა დღეს, 2 მარტს, მოსკოვში ჟურნალისტებს პესკოვმა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. პუტინის პრესმდივნის თქმით, ჯანსაღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მიუთითებს, რომ გაზსადენი სწრაფად უნდა ამუშავდეს. ევროპაში რუსული გაზსადენის ...

Read More »

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“–ის ოპერატორი კომპანია ბანკროტად ცხადდება

კომპანია, რომელმაც რუსული გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაიყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთიდან გერმანიამდე, დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ბანკროტად გამოცხადების შესახებ განცხადების გაკეთებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი პროცესებთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შვეიცარიაშია რეგისტრირებული და რუსულ სახელმწიფო გიგანტ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის. მანამდე, 1–ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზსადენის ოპერატორმა კომპანიამ ყველა, 140 თანამშრომელი დაითხოვა ...

Read More »

ლუკ კოფი: ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს

“ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს. “პუტინი კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანას ანადგურებს. ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს. რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს”, – წერს ლუკ კოფი.

Read More »

აშშ-ის პრეზიდენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს უწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება, ...

Read More »

ვიტალი ბალა: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რათა დავიწყოთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვიტალი ბალამ განაცხადა. „ჩემი აზრით, პირველ რიგში უკრაინამ უნდა აჩვენოს ყველას, რომ მზად არის, დაიცვას საკუთარი თავი. მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ასპექტი: დიპლომატიური ურთიერთობები და ...

Read More »