აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: “ჩრდილოეთ ნაკადი 2” მკვდარია, ის ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია“

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ კრემლის საამაყო პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მკვდარია”.

“არ მგონია, ვინმემ ოდესმე ეს პროექტი გააცოცხლოს. ის ახლა ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე ასვენია”, – განაცხადა ნულანდმა სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, აშშ პარტნიორებთან ერთად მუშაობს სანქცების შედეგად გამოწვეული ვითარების მოსაგვარებლად.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

Leave a Reply